Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საპატრიარქოსთან აქცია გამართეს და უკრაინის ავტოკეფალიის მხარდასაჭერად ტომოსი წაიკითხეს

13 იანვარი, 2019 17:23

საქართველოს საპატრიარქოსთან მოქალაქეთა ჯგუფმა აქცია გამართა, სახელწოდებით „ტომოსის კითხვის დღე".

აქცია სამღვდელოების ნაწილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს, რომელთა თანახმადაც საპატრიარქოში ტომოსს ჯერ წაიკითხავენ და შემდეგ გადაწყვეტენ, დაუჭერენ თუ არა მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. 

„მოგეხსენებათ მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა. ახლა კი ჯერი სხვა ეკლესიებზეა (მათ შორის ჩვენზეც), რამდენად გავბედავთ, არ შეგვეშინდება, არ გავიყიდებით და ვცნობთ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის, ესაა უნიკალური შანსი, რომ მოვიშოროთ რუსულ ორბიტაზე მყოფობის სამარცხვინო "იარლიყი". უკრაინის ავტოკეფალიის ცნობა შეუქცევადი პროცესია, ადრე თუ გვიან ყველა ეკლესიას მაინც მოუწევს მისი ცნობა, უბრალოდ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ამ თემაზე პოზიციის დაფიქსირებას ლუსტრაციის მნიშვნელობაც ახლავს თან" - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

მათი თქმით, საქართველოს საპატრიარქო ყველაფერს აკეთებს, რომ დრო გაწელოს და მოსკოვის პოზიციას არ დაუპირისპირდეს,  ამ ფონზე კი ორმაგად მნიშვნელოვანია „კიდევ ერთხელ შევახსენოთ საკუთარი მრევლის პოზიცია და მივუტანოთ უკრაინის ავტოკეფალიის ცნობის რამდენიმეენოვანი ტომოსი, რომ "გავუადვილოთ " გადაწყვეტილების მიღება".

შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები უკრაინის ეკლესიას ტომოსის გადაცემას ულოცავს

უკრაინის ეეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ამ დრომდე უცნობია. 

კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსი მიტროპოლიტ ეპიფანეს 6 იანვარს გადასცა. 

ბართლომემ დოკუმენტებს ხელი ტომოსს 5 იანვარს სტამბოლში გამართულ ცერემონიალზე მოაწერა. 

რუსული 330-წლიანი რელიგიური კონტროლის შემდეგ, ისტორიული დოკუმენტით უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას დამოუკიდებლობა, ავტოკეფალია მიენიჭა.

მანამდე, 15 დეკემბერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერები ახალი ეროვნული მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნაზე შეთანხმდნენ და მის ხელმძღვანელად 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს.

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმით, ეროვნული უსაფრთხოება რუსეთისგან „სულიერ დამოუკიდებლობაზეა“ დამოკიდებული.

ფოტო: ტაბულა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^