
საპარლამენტო უმრავლესობის ერთი-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ცილისწამების შესახებ კანონზე საუბრის დაწყება საფუძველს მოკლებული არ არის. მისი თქმით, უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, როგორ აღვიდგეთ სიძლვილის ენას, რომელიც ბოლო არჩევნების პერიოდში გამოვლინდა და „მას შემდეგ არ შემწყდარა ეს ნაკადი".
„რაც შეეხება საკანონმდებლო რეგულაციებს, ჯერ ძალიან ადრეა კონკრეტულ რეგულაციაზე საუბარი, მაგრამ მე მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ საფრანგეთმა მიიღო ახალი კანონი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე. ჩვენ დეტალურად გავეცნობით ამ კანონს, სავარაუდოდ, გვექნება სამუშაო შეხვედრები მათ ავტორებთანაც და ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ის გადაწყვეტილებები, რომელიც მომავალში შესაძლოა იყოს მიღებული, იქნება განხილული იმ ჭრილში, რომ გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დარჩეს მაღალ სტანდარტზე, როგორიც იყო აქამდე" - უთხრა თალაკვაძემ „რუსთვი 2-ს".
ცვლილებების საჭიროებაზე დღეს ისაუბრა „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ „ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებშიც უკვე დაიწყეს ამაზე მუშაობა იმიტომ, რომ ძალიან ხშირია ე.წ. ფეიკ ნიუსები, რომელსაც ყველა განვითარებული სახელმწიფო ებრძვის".
კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ „ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას" - შესაბამისი განცხადება კოალიციამ დღეს გაავრცელა.
11 იანვარს ცილისწამების აკრძალვის შესახებ ინიციატივაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილი ცილისწამების აკრძალვის საკითხზე მუშაობას აპირებს