Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცილისწამების კანონზე კონსულტაციებს დაიწყებს

14 იანვარი, 2019 15:56

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ცილისწამების შესახებ კანონზე საუბრობს და განმარტავს, რომ , „უნდა შეიქმნას ქართული დოკუმენტი, რომელიც დაეფუძნება ქართულ რეალობას და სრულ საზოგადოებრივ კონსენსუსს". მოისწრაფიშვილის თქმით, სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელია, თუმცა „უმნიშვნელოვანესია ღირსების დაცვა და საქართველოს თითოეული მოქალაქე დაცული [უნდა] იყოს შეურაცხყოფისგან".

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საკითხი ეხება ცილისწამებას, თუმცა მოიცავს "ფეიკნიუსებსაც". მათივე განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უახლოეს მომავალში, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები დაიწყება როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ასევე, ყველა დაინტერესებულ პირთან. 

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უკვე სწავლობენ საერთაშორისო გამოცდილებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოხდება რომელიმე თუნდაც საუკეთესო გამოცდილების ქვეყნის მქონე დოკუმენტის კოპირება. ეს უნდა იყოს ქართული დოკუმენტი დაფუძნებული სრულ საზოგადოებრივ კონსენსუსზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ყველა გამოსვლაში არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელია და აუცილებელია, რომ ის უპირობოდ იყოს დაცული, მაგრამ ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია ღირსების დაცვა და საქართველოს თითოეული მოქალაქე დაცული იყოს შეურაცხყოფისგან. თითოეულს  უნდა ჰქონდეს ის შეგრძნება, რომ სახელმწიფო მას იცავს. სწორედ ეს პროცესი იქნება პირველი ნაბიჯი იქეთკენ, რომ საზოგადოებაში დაიწყოს საზოგადოებრივი სიმშვიდის ფორმირება“, - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.

თალაკვაძე: ცილისწამების შესახებ კანონზე საუბარი უსაფუძვლო არ არის

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^