Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაკლები ბიუროკრატია პედაგოგებს გაუხარდებათ - როგორ აფასებს რეზო აფხაზავა სქემაში ცვლილებებს

18 იანვარი, 2019 17:51

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს განათლების სამინისტროში პრეზენტაცია გაიმართა.

განათლების მკვლევრის რეზო აფხაზავას შეფასებით, პრეზენტაციაზე კონკრეტიკა ნაკლები იყო, თუმცა ძირითადი გზავნილებიდან, რაც დღევანდელი შეხვედრიდან გახდა ცნობილი, მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროსთვის პრიორიტეტულია დიფერენცირებული მიდგომა, რომელსაც დეცენტრალიზაციის გზაზე გამოიყენებენ.

აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ განსხვავებული შესაძლებლობისა და მოტივაციის მქონე სკოლებს სამინისტრო განსხვავებულად მიუდგება და მათთვის პოლიტიკის სხვადასხვა ინსტრუმენტი იქნება გათვალსიწინებული, ეს კი,  რეზო აფხაზავას თქმით,  ხელს შეუწყობს განვითარებაზე ორიენტირებული სკოლების გაჩენას ქვეყანაში.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გზავნილი ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერის შესახებ და  ორიენტირება შემოქმედებით პროცესზე, რაც, მისი შეფასებით, პედაგოგებს გაუხარდებათ, თუმცა ამის საპირწონედ მნიშვნელოვანია, შეიქმნას შეფასების ისეთი მექანიზმი, რომელიც პროცესს უმართავს არ გახდის.

მასწავლებელთა პროფესიულ სქემაში კრედიტების დაგროვების სისტემა უქმდება

„სქემის მიმართულებით გაჟღერდა, რომ კრედიტების დაგროვების სისტემა არ იქნება პირობა იმისა, რომ სტატუსის ამაღლება მოხდება. ალტერნატიული სისტემა, რომლის მიხედვითაც მოხდება სტატუსის ამაღლება, ჯერჯერობით, ჩემთვის გაუგებარია, რადგან ამ საკითხზე კონკრეტულად პრეზენტაციაზე საუბარი არ ყოფილა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სისტემა იყოს ადეკვატური და რელევანტურად აფასებდეს მასწავლებელს და არ დავუშვათ იგივე შეცდომები, რომლებიც დავუშვით.

დისკრედიტაცია სისტემის ხდება მაშინ, როდესაც აწინაურებენ მასწავლებელს, რომელიც რეალურად არ იმსახურებს ამას, სკოლამ იცის ყოველთვის, ვინ არის კარგი მასწავლებელი და ვინ არა და როდესაც ბიუროკრატია აწინაურებს მასწავლებელს, რომელიც არ იმსახურებს ამას, მთლიანად სისტემის დისკრედიტირება ხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, სკოლის დონეზე გადავიდეს მეტად ეს ტვირთი და სკოლებმა შეაფასონ. რა თქმა უნდა, გარე კონტროლის მექანიზმი შეიძლება დარჩეს, თუმცა გამოცდის საშუალებით ეს როგორ მოხდება, ჯერჯერობით, ამაზე  არ ყოფილა საუბარი“, - ამბობს რეზო აფხაზავა.

კრედიტებს სისტემის გაუქმება და სწრაფი გადაადგილება პროფესიაში - ცვლილებები სქემაში

გაზაფხულიდან პედაგოგების პროფესიული განვითარების ტრენინგების დეცენტრალიზაცია გაგრძელდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^