„გადადექი!“, „სირცხვილი!“,- სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეს ლევან მურუსიძეს აქციაზე შეკრებილები საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურების განსახილველად სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი საპროტესო აქციას მართავს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ. სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.
„აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11-მა წევრმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას და ხმა მისცეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიას, დატოვონ თანამდებობა. ასევე თანამდებობებიდან გადადგნენ სასამართლოში არსებული კლანის ლიდერები და წლების განმავლობაში, უსამართლო მართლმსაჯულების შემოქმედი მოსამართლეები, მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე", - ნათქვამია განცხადებაში.
„მართლმსაჯულების გადასარჩენად!" - აქცია იუსტიციის საბჭოსთან დაიწყო
უზენაესის მოსამართლეების თემაზე პარლამენტის სამუშაო ჯგუფში NGO-ები არ შევლენ
მოსამართლეები: NGO-ების გარკვეულმა ნაწილმა დაიწყო პროცესის ხელოვნური დისკრედიტაცია