Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გეკითხებით, რა გავაკეთოთ, როგორ შევძლოთ არსებობა?" - ბათუმელი გარემოვაჭრეების მიმართვა

29 იანვარი, 2019 15:53

„დღეს გვეუბნებიან, რომ ქუჩაში დგომაც დანაშაულია, მაშინ ჩვენ გეკითხებით თქვენ, ვინც ქუჩიდან ჩვენი გაყრის გადაწყვეტილება მიიღო, რა გავაკეთოთ, როგორ შევძლოთ არსებობა ჩვენ და ჩვენმა ოჯახებმა?!", - ბათუმი პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეები ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის სახელზე მიმართვას ავრცელებენ. გთავაზობთ მიმართვას: 

„ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, ამ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობას არ გვაქვს საშუალება, დავსაქმდეთ ჩვენი ცოდნისა და კომპეტენციის მიხედვით. დასაქმების ადგილების არარსებობის გამო, იძულებულნი ვართ, შვილების გამოსაკვებად აუცილებელი თანხა გამოვიმუშავოთ ქუჩაში ვაჭრობით. მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ ყოველ დღე, ქუჩაში დგომა არ არის ჩვენი არჩევანი, ამ რეალობის წინაშე დაგვაყენა მრავალი წლის განმავლობაში სახელმწიფოს უპასუხისმგებლობამ საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

დღეს გვეუბნებიან, რომ ქუჩაში დგომაც დანაშაულია, მაშინ ჩვენ გეკითხებით თქვენ, ვინც ქუჩიდან ჩვენი გაყრის გადაწყვეტილება მიიღო, რა გავაკეთოთ, როგორ შევძლოთ არსებობა ჩვენ და ჩვენმა ოჯახებმა?! მერიის მიერ შემოთავაზებულ ალტერნატიული სავაჭრო სივრცეში გადასვლა, თავისი ადგილმდებარეობისა და სპეციფიკის გამო ნიშნავს ჩვენი შიმშილობისთვის გაწირვას.

ჩვენს უმეტესობას საბანკო ვალდებულებები აქვს აღებული და შესაბამისად, ვდგავართ იმ საფრთხის წინაშე, რომ მოგვიწევს დამატებითი საურავების გადახდა, რადგან ვერ მოვახერხებთ თანხის შეტანას დათქმულ დროში. ადგილი, რომელსაც მერია გვთავაზობს, მდებარეობს ძველი ავტოსადგურის შენობის მეორე სართულზე, რომელიც არის მოუწესრიგებელი და მოუხერხებელი პროდუქციის ასატანად და განსათავსებლად. ჩვენს შიშებს ამძაფრებს ის, რომ მერიის მიერ შემოთავაზებული ადგილი მდებარეობს საკოლმეურნეო ბაზრის მახლობლად, მომხარებელი კი, ვისზეც ჩვენი საქმიანობაა გათვლილი, აღარ დაინტერესდება ავტოსადგურის შენობის მეორე სართულზე სტუმრობით. შემოთავაზებული ალტერნატივა დასაწუნია უხილავობის გამოც, ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან ტურისტები, რომლებიც ავტოსადგურის მეორე სართულზე ძებნას არ დაგვიწყებენ და ესტუმრებიან ახლომდებარე საკოლმეურნეო ბაზარს.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ მერიას, დაიწყოს ზრუნვა გარევაჭრობისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსაწესრიგებლად. არაერთ ევროპულ ქალაქში, სწორედ მერია უკეთებს ორგანიზებას ქუჩაში განლაგებულ სავაჭრო დახლებს, მერია შეიმუშავებს მის დიზაინს და უზრუნველყოფს სანიტარული ნორმების დაცულობას.

ჩვენ ჩვენის მხრივ, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ შესაბამის ორგანოებთან, რათა მოხდეს გარევაჭრობის მოწესრიგება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ამასთანავე, მოწესრიგებული და სანიტარული ნორმების დაცვით ქუჩაში მოწყობილი სავაჭრო სივრცეები, ვფიქრობთ, მიმზიდველი იქნება ქალაქში ჩამოსული სტუმრებისთვისაც. გთხოვთ, მოგვცეთ არსებობის საშუალება", - ვკითხულობთ მიმართვაში.

ბათუმში გვიან ღამით გარემოვაჭრეთა დახლები აიღეს

28 იანვარს ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე გვიან ღამით გარემოვაჭრეების დახლები აიღეს. დემონტაჟს უკმაყოფილება მოჰყვა გარემოვაჭრეების მხრიდან. დახლების დემონტაჟი ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობდა. გარემოვაჭრეებმა გუშინ ბათუმის მერიასთან აქციაც გამართეს. მათი თქმით, ვაჭრობის აკრძალვით შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^