ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანიას ახალი სანქციები დაუწესა. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხში დონალდ ტრამპის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს ხელში ბლოკნოტი ეჭირა. ჟურნალისტებმა ბლოკნოტზე ჩანაწერი შეამჩნიეს, სადაც ეწერა „5 000 ჯარისკაცი კოლუმბიაში“.
კოლუმბია სამხრეთ ამერიკაში აშშ-ის მოკავშირე და ვენესუელის მეზობელი ქვეყანაა. თანაც ასეთმა ჩანაწერმა ვენესუელის შესახებ ბრიფინგის დროს მედია დააეჭვა. აშშ-ში ბევრმა მიიჩნია, რომ ამერიკა ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციისთვის ემზადება.
თეთრ სახლს ეს გადაწყვეტილება ბოლომდე არ უარუყვია. „როგორც პრეზიდენტმა თქვა, ყველა ვერსია განიხილება“, - განმარტა თეთრი სახლის პრესმდივანმა მოგვიანებით. თუმცა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამხრეთ ამერიკაში ჯარის გაგზავნა არ იგეგმება.
ვენესუელაში პრეზიდენტ მადუროს წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. ოპოზიცია პრეზიდენტს ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს. ქვეყანა კი ეკონომიკურ კრიზისშია. ვენესუელა საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო მილიონობით ადამიანმა დატოვა.
23 იანვარს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხუან გუაიდომ თავი შუალედურ პრეზიდენტად გამოაცხადა. მისი თქმით, მადურო ძალააუფლებას უნდა ჩამოშორდეს და შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიულ არჩევნები გაიმართოს.
მადურო პრეზიდენტად მაშინვე აღიარა შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმეტესობამ. გუაიდო შუალედურ პრეზიდენტად ცნო საქართველომაც.