Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სალომე ზურაბიშვილის ფონდს ნათელა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს

05 თებერვალი, 2019 18:24

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფონდს ნათელა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფონდი 30 იანვარს დაფუძნდა.

„ფონდის თავმჯდომარე გახლავთ ნათელა მაჭავარიანი. ფონდის საქმიანობა მიმართულია საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ასევე ინოვაციური პროექტების მოსაძიებლად და დასაფინანსებლად“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, ფონდი ემიგრანტების საკითხებზეც იმუშავებს.

„ეს გახლავთ საქველმოქმედო ფონდი და ყველა, ვინც დაინტერესებულია ამ მიმართულების განვითარება-გაძლიერებით, შესაძლებლობა ექნება, ამ ფონდში შემოწირულობის სახით შემოიტანოს თანხა“, - აღნიშნა მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, ფონდის საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე, ხოლო ნებისმიერი ინფორმაცია განკარგული თანხის შესახებ - ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი. მოისწრაფიშვილი  ამბობს, რომ თანხის განკარგვას მუდმივად გააკონტროლებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ამ მიზნით შეიქმნა.

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, ფონდში უკვე ჩარიცხულია საქართველოს პრეზიდენტის  შრომითი გასამრჯელო 17 დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით, ერთი თვისა და 10 დღის ხელფასი, რომელიც 8 280 ლარს შეადგენს.

სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს დაგროვებითი პენსიის სახით 39847,55 ევრო მიიღო

სალომე ზურაბიშვილმა 11 იანვარს განაცხადა, რომ  გაუქმდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და მის მაგივრად იქმნება ახალი, რომელშიც პრეზიდენტი საკუთარ ხელფასს გადარიცხავს და ამ თანხას საქველმოქმედო ინიციატივებს მოახმარს. 

„მე საფრანგეთში მაქვს პენსია და ამიტომ, ჩემს ხელფასს ამ საქველმოქმედო ინიციატივას მოვახმარ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წელს დაგროვებითი პენსიის სახით 39847, 55 ევრო მიიღო. 

რაც შეეხება კითხვას ნათელა მაჭავარიანის შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნაზე, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ნათელა მაჭავარიანი შეწყალების კომისიის არც წევრად და არც თავმჯდომარედ არ განიხილებოდა: „ეს მისთვის ძალიან მძიმე ტვირთი იქნება და ჩემს მეგობარს ამას არ ვუსურვებ".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^