ზაზა სარალიძე საქართველოს პროკურატურაში შევიდა - იგი გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს ხვდება.
სარალიძე პროკურატურაში მას შემდეგ შეუშვეს, რაც მან პროკურატურის ეზოში თვითდაზიანებები მიიყენა. იგი ეზოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სარალიძეს მისი შვილის საქმეზე მომუშავე სამივე პროკურორი მას სამშაბათს შეხვდება.
საქართველოს პროკურატურაში ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, გაიმართება თუ არა ეს შეხვედრა, იმის გათვალისწინებით, რომ სარალიძეს თადუმაძე უკვე ხვდება.
ზაზა სარალიძეს პროკურატურის ეზო ძალის გამოყენებით დაატოვებინეს