Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ მიიღეს CAT-ის გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილება - მინისტრი დეპუტატებს პასუხობს

07 თებერვალი, 2019 18:35

დღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს მოუსმინეს.

მინისტრმა განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ ისაუბრა. დეპუტატების შეკითხვების პასუხად, თუ რატომ გახდა საჭირო გამოსაშვები გამოცდების გაუქმება და რა კვლევებს დაეყრდნო სამინისტრო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას, მინისტრმა მიზეზები განმარტა.

მინისტრი ამბობს, რომ სასკოლო განათლების სისტემის ალტერნატივად დამამთავრებელ კლასებში გამოსაშვები გამოცდებისთვის მომზადება მოგვევლინა, ამან კი სკოლის რეალური როლი და სასკოლო შეფასებების მნიშვნელობა შეამცირა.

„სასწავლო გეგმაში გაწერილია, რომ სკოლას მოეთხოვება სკოლის დონეზე შეფასებების გაკეთება. მაგალითად შეაფასოს მოსწავლეები გარდა თეორიული ცოდნის მიმართულებით, ასევე ისეთი მიმართულებით, როგორიცაა საკომუნიკაციო უნარები, გუნდურობა, ანალიტიკური უნარები. შეგიძლიათ დამისახელოთ ადამიანი, რომელიც იტყვის რომ CAT-ის გამოცდებით ამის შემოწმება შეუძლია?

ანუ ჩვენ CAT-ის დავივიწყეთ ეს უნარები, ანუ ჩვენ აღარ გვჭირდებოდა ამ უნარების ჩაბარება, ამ უნარებზე მუშაობა და ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ CAT-ის  გამოცდებზე და შედეგი რა მივიღეთ? მაგას ჩვენ თვითონაც ვაღიარებთ, რომ შედეგები ყოველწლიურად კი არ უმჯობესდება, უარესდება“,- ამბობს მინისტრი.

მინისტრის თქმით, სტატისტიკური მონაცემებით, 50 ათასამდეა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში სკოლა არ აქვს დამტავრებული.

მინისტრი ამბობს რომ ეს პრობლემური საკითხია და სამინისტრო მუშაობს, რათა ეს ბავშვები განათლების სისტემას დაუბრუნდნენ. უფრო კონკრეტულად კი მინისტრი ყურადღებას ამახვილებს პროფესიული განათლების მიმართულებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობაზე, რათა მათ მოკლე დროში პროფესიული უნარ-ჩვევები მიიღონ და ადვილად დასაქმდნენ. მეორე მხრივ, მინისტრი საუბრობს პროფესიული გადამზადების კურსებზე, სადაც რეგისტრაცია 1 მარტიდან გამოცხადდება. კურსებს სახელმწიფო დააფინანსებს.

მინისტრი: წლების განმავლობაში გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება 46 000-მა მოსწავლემ ვერ შეძლო

მინისტრი ამბობს, რომ  რეფორმის მიზანია, სკოლას ფუნქცია დაუბრუნდეს, ამისათვის კი მნიშვნელოვანია, არსებობდეს სასკოლო შეფასების ობიექტური სისტემა. მინისტრი ამბობს, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კორუფციის რისკი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ რისკის გამო სისტემის რეფორმაზე უარი ითქვას.

„ჩვენი ამოცანა არის, დავაზღვიოთ რისკები, მაგრამ ვენდოთ სკოლებს, ჩვენს მასწავლებლებს, მივცეთ შესაძლებლობა, რომ მათ დაიბრუნონ ის ფუნქცია რომელიც წლების განმავლობაში არ ჰქონიათ“,- ამბობს მინისტრი.

ბატიაშვილის თქმით, ორშაბათს, სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდება ყველა ის კვლევა, რომელსაც სამინისტრო რეფორმის მომზადებისას დაეყრდნო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^