Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვმუშაობთ, რომ მივიღოთ „დედა ენის“ საუკეთესო და ადაპტირებული ვერსია - ბატიაშვილი

07 თებერვალი, 2019 19:26

პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილი დეპუტატთა კითხვებს პასუხობს. ბატიაშვილი სხვა საკითხებთან ერთად სკოლებში გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნებაზეც ისაუბრა.

ბატიაშვილის თქმით, თავად გოგებაშვილი ყოველთვის მომხრე იყო მისი სახელმძღვანელოს ადაპტირებაზე. სამინისტროც აქტიურად მუშაობს, რომ „დედა ენის“ საუკეთესო ვერსია შეიმუშავონ.

„ჩვენ ჩართულები ვართ იმისთვის, რომ გოგებაშვილის ანბანი დაბრუნდეს სკოლაში. რაც შეეხება „დედა ენას“, გოგებაშვილიც ყოველთვის თავადაც მომხრე იყო მის ადაპტირებაზე. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მივიღოთ საუკეთესო ვერსია, სპეციალისტებთან ერთად ვმუშაობთ, მნიშვნელოვანი იქნება ალბათ პილოტირებაც. მოხარულები ვართ, რომ პარლამენტიც ჩართულია ამ საკითხში, ჩვენთანაც რამდენიმე შეხვედრა გაიმართა დედაენის შესახებ. მაგრამ აქაც გვჭირდება კონსესუსი, შეთანხმება იმ საუკეთესო ვერსიაზე, რომელიც შეიძლება ემსახურებოდეს ჩვენი ბავშვების განვითარებას“, - თქვა პარლამენტში გამართულ მოსმენაზე მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების კომიტეტმა პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც „დედა ენა“ კანონის დონეზე ხდება ხელშეუხებელი“ მხარი 25 დეკემბერს დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, განათლების სამინისტრო ქმნის ექსპერტთა კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოს მომზადებასა და გრიფირებაზე წარდგენას. ამ სახელმძღვანელოს გრიფირება კი ხდება სპეციალური წესით.

რატომ აკრიტიკებენ სკოლებში გოგებაშვილის „დედა ენის" დაბრუნების ინიციატივას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^