
საპატრიარქოსთან უკვე რამდენიმე დღეა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მიმდინარე აქციას ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შეურთდა. მისი თქმით, ის სოლიდარობის გამოსახატად მივიდა აქციაზე.
გიორგი მამამალაძის დაკავებიდან 2 წელი გავიდა. საპატრიარქოსთან შეკრებილები მამალაძის პატიმრობას აპროტესტებენ, დღეს ასევე მათ ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებულის ზიარება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ საპატრიარქოსთან კარვებიც გაშალეს. გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე „ლიბერალთან“ ჰყვება, რომ მის ზმას გულის პრობლემები აქვს და მძიმე სულიერ მდგომარეობას ჯანმრთელობის გაუარესებაც დაერთო.
გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა საპატრიარქოს წინ კარვები გაშალეს
საპატრიარქოდან არავინ გამოსულა, თითქოს სულიერები არ ვდგავართ აქ - გიორგი მამალაძის ძმა
საპატრიარქო: კარვის გაშლა, მოთხოვნით, რომ მამალაძე აზიარონ, ეკლესიაზე ზეწოლის ხასიათი მიიღო