ბელგიის ქალაქ ლიეჟში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ემიგრანტების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე ადამიანს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
საზოგადეობრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში მოქალაქეების ნაწილი აცხადებდა, რომ შეხვედრაზე დასწრება სურდათ, თუმცა ამის უფლება არ მისცეს. ისინი ამბობენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშილის მხარდამჭერები არ არიან.
შენობაში შესვლაზე უარის თქმის გამო მოხდა დაპირისპირება. სავარაუდოდ, გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ამბობენ, რომ წიწაკის სპრეი იმ ადამიანებმა გამოიყენეს რომლებიც შენობაში არ შეუშვეს. ხოლო გარეთ დარჩენილი მოქალაქეების თქმით, კი სპრეი ენმ-ის მხარდამჭერებმა გამოიყენებს.
კონგრესი რამდენიმე წუთია მიმდინარეობს. დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით მიმართვა. შემდეგ კი ემიგრანტები 5 პუნქტიან სამოქმედო გეგმას გააჟღერებენ.