ლადო ბედუკაძე მასზე ქაშუეთის ეკლესიაში თავდასხმის ორგანიზატორად ოპოზიციის ლიდერებს მიიჩნევს.
„ეს ადამიანი არ შემინიშნავს. ეკლესიის მრევლი არ არის, სავარაუდოდ. ბრალდება იყო ზედმეტად აბსურდული. ვერ იხსენებს იმ ადამიანის ვინაობას, ვინც, თითქოსდა, ჩემმა თანამშრომელმა ჩემი თანდასწრებით, ე.წ. კარანტინში ცემით მოკლა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, მესმის მათი პოლიტიკა, გეგმა, რომ საგაზაფხულო არჩევნებისთვის სჭირდებათ ამ ციხის თემის, კადრების გათეთრება და ლაქის ჩამოშლა, ჩამორეცხვა. ეს ადამიანი აბსურდული ბრალდებით მოვიდა. დიდი მადლობა ვაშაძეს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ დაავალა და შუბლი არ გამიხვრიტეს. ასეთი მუქარა მისგან პირველი არ არის. მე საკანში სიამოვნებით დღემდე, დღეს შევხვდე და თავ-პირი გავუერთიანო ნიკანორ მელიას, ვაშაძეს, ვინც ეს ჩემზე განახორციელა, საპასუხო რეაქცია იქნება“, - უთხრა „რუსთავი 2-ს" ლადო ბედუკაძემ.
ლადო ბედუკაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
გლდანის N8 ციხეში პატიმართა წამებისა და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებული ლადო ბედუკაძე 2013 წლის 14 ივნისს საპროცესო შეთანხმების შედეგად გაათავისუფლეს.