Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მხოლოდ იმ ახალშექმნილ ოჯახებს დააფინანსებს, რომლებიც მთაში იცხოვრებენ - კვიციანის თაოსნობით შექმნილი ცენტრი

22 თებერვალი, 2019 12:21

შეყვარებული წყვილები არ აღირიცხებიან, - „ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრის" დირექტორმა, ნუკი შალამბერიძემ დღეს პრესკონფერენციაზე განმარტება გააკეთა.

მისი თქმით, ცენტრი ფინანსურად დაეხმარება ახლად შექმნილ ოჯახებს, რომელთაც მთაში დასახლების სურვილი აქვთ.

„შეყვარებული წყვილების აღრიცხვაზე იყო საუბარი ტელევიზიაში. შუქდებოდა, თითქოს ეს ორგანიზაცია წყვილებს აღრიცხავდა. მსგავს პროექტს არ ითვალისწინებს ჩვენი ორგანიზაცია. ეს გახლავთ ერთ-ერთი პროექტის, ქართული ოჯახების გაძლიერებისთვის შექმნილი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ახალშექმნილი ოჯახების ფინანსურ დახმარებას, ერთჯერადად. ეს გახლავთ წარმატებული ემიგრანტების მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია და მათი გადაწყვეტილებით, ქართული დემოგრაფიის გაძლიერებისთვის, გამრავლებისთვის და მთაში მათი დასახლებისთვის“, - განაცხადა შალამბერიძემ.

ფინანსური დახმარების გაწევისთვის აუცილებელი პირობაა მთაში დასახლება, თუკი შეყვარებულებს აქვთ სურვილი ოჯახის შექმნის, აუცილებელია, დარეგისტრირდნენ ქორწინებაში.

შალამბერიძის თქმით, ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინვესტორებთან მოლაპარაკება, ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მეორე, მესამე, მეოთხე ბავშვთან დაკავშირებით ერთჯერად დახმარებაზეც

„ჩვენი ინვესტორები - წარმატებული ბიზნემენები, რომლებიც მოღვაწეობენ საზღვარგარეთ, არიან ქართველები“, - ამბობს შალამბერიძე.

ფინანსური დახმარების ოდენობათან დაკავშირებით ცენტრის დირექტორი ამ ეტაპზე არ საუბრობს. მისი თქმოთ, ამის შესახებ ცნობილი ინვესტორებთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გახდება.

ივლიან აგენტები და შეყვარებულ წყვილებს აღრიცხავენ - ემზარ კვიციანის ახალი ინიციატივა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^