„პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ემზარ კვიციანმა „პალიტრანიუსის" ეთერში ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა.
როგორც დეპუტატი ამბობს, შეიქმნება ფონდი, სადაც ემიგრანტები ფულს ჩარიცხავენ და ახალი ოჯახებს გაძლიერებაში დაეხმარებიან.
„ხო არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, იმის გამო, რომ არ აქვთ საშუალება. ივლიან აგენტები, აღრიცხავენ და იქნება დახმარება მაგათი. დაწერენ ფონდის სახელზე განცხადებას - „დაქორწინებას ვაპირებთ და გთხოვთ, დახმარებასო“. შესაბამისად, დახმარება წავა მაგათზე. იქნება პირველადი დახმარება, მერე ყველა ბავშვზე", - ამბობს კვიციანი და აზუსტებს, - „დახმარების მოცულობა დამოკიდებული იქნება იმაზე, რა თანხა შეგროვდება. აუცილებლად ეს იქნება „გაპიარებული", ამის შესახებ ეცოდინება ყველას მთელ საქართველოში, რომ ეს იქნება დახმარება ქართველებისთვის. ჩვენ ქართველები ვზრუნავთ ქართველებისთვის. სახელმწიფო ყველასთვის თანაბრად ზრუნავს, მაგრამ ეს სახელმწიფო ფონდი არ იქნება. დღეის მდგომარეობით ყველაზე მეტად ვისაც უჭირთ დემოგრაფიულად, ქართველები არიან".
ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება?! - ემზარ კვიციანი
ვიდეო► ვინც „ნანუკას შოუს“ უყურებს, 90%-ს ოჯახები აქვთ დანგრეული - ემზარ კვიციანი