Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ემზარ კვიციანი: სოციალური ქსელები ანტიქართულადაა განწყობილი

25 დეკემბერი, 2018 16:40

ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ ემზარ კვიციანი საკანონმდებლო ინიციატივებზე საუბრობს. ემზარ კვიციანის ინიციატივები რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზებას და ჩადრით სიარულის აკრძალავას გულისხმობს. 

კვიციანი კანონპროექტით ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარულის აკრძალვას მოითხოვს

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზების კანონპროექტს დღეს კომიტეტი განიხილავს​

„სოციალური ქსელებში, რომელიც ანტიქართულად არის განწყობილი, წერდნენ ასეთ რაღაცებს კანონპროექტთან დაკავშირებით, რომ მუსლიმების დისკრიმინაციას ეწევითო. არანაირი დისკრიმინაცია არაა და პირიქით არასოდეს არ ყოფილა საქართველოში არავისი დიკრიმინაცია. 

ადამიანის უფლებების დაცვა მე არ მეშლება ნამდვილად. მთელი ცხოვრება ვიცავ სხვის უფლებებს. მაგრამ პირველი არის უსაფრთხოება, ხომ? მერე მოდის ადამიანის უფლებების დაცვა. და დაცულია ის ადამიანი, რომელიც აფეთქდება ერთ დღეს და პასუხი არ გექნებათ, ლომჯარიას წარმომადგენლებო? ბოდიში თქვენთან. ილაპარაკებთ მერე ასე ხმამაღლა, გეკითხებით? ამიტომაც პირველი არის სამშობლო ჩვენი", - მიმართა კომიტეტის სხდომაზე დამსწრე ადამიანებს ემზარ კვიციანმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^