Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გოგიჩაიშვილი: თუ ვინმეს ამოცანაა, ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოდან გამოაგდოს, ამას ვერ შეძლებს

22 თებერვალი, 2019 14:22

პარლამენტის წევრის ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ თუ ვინმეს ამოცანად აქვს ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოაგდოს, ის ამას ვერ მოახერხებს. 

გოგიჩაიშვილის თქმით, პროცესი გრძელდება და სასამართლოს საკითხს დაემატება სხვა პოლიტიკური პროცესებიც. 

„გუშინ რაც მოხდა, გუშინ რა პოზიციაც დააფიქსირა ბევრმა ჩემმა კოლეგამ, განსაკუთრებით ისინი, ვინც ტრიბუნაზე გამოვიდა ეს საერთოდ არაფერში არ ჯდებოდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება განცხადებები. თუ ვინმეს ამოცანაა, რომ  ნაზი ჯანეზაშვილის გამოგდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, ნაზი ჯანეზაშვილს ის ვერ გამოაგდებს. ეს პროცესი გრძელდება, ნუ იქნებიან მშვიდად, ნუ მისცემენ თავს მოდუნების საშუალებას, იმიტომ რომ ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ. ეს პროცესი და სასამართლოს დაემატება სხვა პოლიტიკური პროცესებიც“,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გუშინ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭომ თავადვე უნდა თქვას უარი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ საბჭო ამას არ გააკეთებს, მაშინ, პარლამენტმა მის მიერ დანიშნული წევრები უნდა გამოიწვიოს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეული წევრები არიან: ნაზი ჯანეზაშვილიირმა გელაშვილიზაზა ხარებავაშოთა ქადაგიძე, ლევან გზირიშვილი.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აქტიურად აკრიტიკებს სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს. როგორც თავად ამბობს, არც ლევან მურუსიძისთვის და არც იმ მოსამართლეების უვადო გამწესებისთვის, ვის მიმართაც საზოგადოებაში ბევრი კითხვა დაგროვდა, მხარი არ დაუჭერია. გარდა ამისა, ნაზი ჯანეზაშვილი წინააღმდეგი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის, რომელიც იუსტიციის საბჭომ პარლამენტში დეკემბრის ბოლოს წარადგინა. 

კარგად მესმის იუსტიციის საბჭოში ნაზი ჯანეზაშვილის ყოფნის მნიშვნელობა - ჩუგოშვილი საკუთარ ინიციატივას განმარტავს

„ქართული ოცნების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა გუშინ დატოვა. გოგიჩაიშვილმა თავის გადაწყვეტილებაზე პლენარული სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელზეც მისი, ეკა ბესელიას და კიდევ 7 დეპუტატის ინიციატივა ჩავარდა. კანონპროექტით მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2024 წლამდე უნდა გადადებულიყო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^