Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუ ჩინჩალაძე და კლანის წევრები შეიჩერებენ მოსამართლის სტატუსს, მეც გადავდგები - ჯანეზაშვილი

22 თებერვალი, 2019 15:21

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტის მიერ არჩეული 5 არამოსამართლე წევრის გადაყენებას ეხება.

„თუ იუსტიციის საბჭო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას არ შეაჩერებს, მისი წევრები გამოვიწვიოთ“ - თამარ ჩუგოშვილი

„ამ ვითარებაში მესმის, თუ რას ცდილობს პარლამენტი. პარლამენტი გამოსავალს ეძებს. გამოსავლის ძებნა შესაძლებელია და მზად ვარ, რომ ამ გამოსავლის მოძებნაში დავეხმარო ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს. მე ამ გამოწვევას ვღებულობ, მზად ვარ, საკითხის ინიციატორთან, პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან, თამარ ჩუგოშვილთან კონსულტაციები გავიარო და ვიმსჯელოთ გამოსავალზე", - თქვა ჯანეზაშვილმა და დასძინა, - „აქვე უნდა ითქვას სიმართლე და სიმართლე არის ის, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრები სერიოზულ გავლენას ახდენენ საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ფაქტია, რომ საბჭოს ის არამოსამართლე წევრები რომლებიც პარლამენტმა აირჩია გავლენას ახდენენ საბოლოო შედეგზე. მაგალითისთვის გეტყვით ორ წევრს. ყველასათვის ცნობილია, რომ შოთა ქადაგიძე და ზაზა ხარებავა არჩეულები არიან სასამართლოს გავლენიან კლანთან მათი კავშრების გამო. მათი საქმიანობის შედეგებიც სახეზეა ანუ მათი 2 ხმა სრულიად გარანტირებული აქვთ მოსამართლე წევრებს. ლევან გზირიშვილი, რომელსაც რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია საბჭოში არჩევისას რეკომენდაცია გაუწია ეკა ბესელიამ, ასევე მხარი დაუჭირა იმ 10-კაციან სიასაც და მურუსიძესაც. პარლამენტმა უნდა იხელმძღვანელოს ინდივიდუალური მიდგომის პრინციპით და უფრო დიდი შეცდომები არ უნდა იქნას დაშვებული.".

კარგად მესმის იუსტიციის საბჭოში ნაზი ჯანეზაშვილის ყოფნის მნიშვნელობა - ჩუგოშვილი საკუთარ ინიციატივას განმარტავს​

ჯანეზაშვილის თქმით, გამოსავალი არ არის იმაში, რომ ღირსეული ადამიანები წავიდნენ სისტემიდან, არამედ გამოსავალია კლანი წავიდეს სასამართლო სისტემიდან. იგი ამბობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაწერს განცხადებას გადადგომის შესახებ და წარუდგენს პარლამენტს, თუკი ჩინჩალაძე, მურუსიძე და საბჭოს მოსამართლე წევრები მოსამართლის თანამდებობიდან გადადგებიან.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩემთვის არის ადგილი, სადაც ვიბრძვი იმისათვის, რომ უკეთესი სასამართლო გვქონდეს ჩვენ და ჩვენს შვილებს. ჩემი კამპანიები და დაგეგმილი აქტივობები სწორედ აქეთკენაა მიმართული. იქითკენაა მიმართული - ნამდვილად, გულწრფელად მჯერა, - რომ სასამართლო სისტემა ამ ქვეყანას გადაარჩენს და ჩვენ აუცილებლად უნდა შევქმნათ კარგი სასამართლო სისტემა. მაგრამ იმ კლანის ხელში, რომელიც მართავს სისტემას,  ეს არის შეუძლებელი. 

ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის პარლამენტის კენჭისყრაზე გატანა ჩემთვის იქნება შეურაცხმყოფელი და პარლამეტისთვის გამოუსწორებელი შეცდომა, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემი საქმიანობისას მე ვხელმძღვანელობდი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და იმ პრინციპებით, რომელიც საჭიროა დემოკრატიულ ფასეულობებზე დამყარებული სასამართლო სისტემის შექმნისთვის.  

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლის თანნამდებობიდან გადადგებიან ჩინჩალაძე, მურუსიძე და საბჭოს მოსამართლე წევრები, მოსამართლის თანამდებობას ვგულისხმობ და არა საბჭოს წევრობას, იმავე დღეს მე დავწერ განცხადებას ჩემი გადადგომის შესახებ და წარვუდგენ პარლამენტს", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. 

კარგად მესმის იუსტიციის საბჭოში ნაზი ჯანეზაშვილის ყოფნის მნიშვნელობა - ჩუგოშვილი საკუთარ ინიციატივას განმარტავს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მიერ არჩეული წევრები არიან: ნაზი ჯანეზაშვილიირმა გელაშვილიზაზა ხარებავაშოთა ქადაგიძე, ლევან გზირიშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^