Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ივანიშვილის გვარს თუ არ ვახსენებ, არ ნიშნავს, რომ კრიტიკული პოზიცია არ მაქვს - ბესელია

25 თებერვალი, 2019 15:55

ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ, თუ ივანიშვილის გვარს არ ახსენებს ყოველდღე, ეს არ ნიშნავს, რომ კრიტიკული პოზიცია არ აქვს.

„ივანიშვილის გვარს თუ არ ვახსენებ ზოგიერთი ოპოზიციონერივით დღეში ათჯერ და ამინდის ცვლილებასაც თუ არ დავუკავშირებ მის სახელს, არ ნიშნავს იმას, რომ კრიტიკული პოზიცია არ მაქვს. მე მაქვს ჩემი პოლიტიკური ეთიკა, ჩემი ლექსიკონი და არ მინდა, დავემსგავსო იმ ადამიანებს, რომლებიც არ მომწონდა. რომ არ ვხედავდე ჩემსა და პარტიის თავმჯდომარის პოზიციას შორის სხვაობას, მივიღებდი წასვლის თაობაზე ამ გადაწყვეტილებას?! იმ ადამიანებისგან კი არ წავედი, ვინც „ქართულ ოცნებას“ გზადაგზა შემოუერთდა, ზოგიერთი შემთხვევით და ზოგი იმ მიზნით, რომ პარლამენტში მოხვედრილიყვნენ, მე წავედი სწორედ მისი მთავარი დამფუძნებლისგან იმიტომ, რომ ჩვენი ხედვა ასცდა მთავარ კონცეპტუალურ და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს, როგორიც მართლმსაჯულების რეფორმაა. ჩემი გადაწყვეტილება ჩემს დამოკიდებულებაზე მეტყველებს და ვერც შემდგომში მოისმენთ ჩემგან ლანძღვა-გინებას“, - განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება" დატოვა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^