გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფში საჯარო უწყებებს თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ უსმენენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დაავადებების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გარემოა. მან სიკვდილობის, ავადობის გამომწვევ მიზეზებში თამბაქოს როლზეც ისაუბრა.
„ჩვენ სამწუხაროდ, მაღალი მწეველობის ქვეყანა ვართ. მოსახლეობის 31% ანუ ყოველი მესამე ეწევა. მწეველებში სადღაც 53% კაცია და 7-8% ქალი. თუ მსოფლიში სიკვდილიანობაში თამბაქოს წილი არის სადღაც 12%, ჩვენთან სამწუხაროდ, სხვადასხვა კვლევით ეს არის 20-22%, ანუ საქართველოში დაახლოებით 11 ათასი ადამიანი იღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების შედეგად," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.