სამეგრელოში, ზემო ეწერში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ის კაცია, რომელსაც ვლადიმერ ბედუკაძის ცემა ედება ბრალად. ბედუკაძესა და ამ პირს შორის დაპირისპირება 14 თებერვალს ქაშუეთის ეკლესიის ეზოში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლიბერალს“ დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ სამეგრელოში მომხდარი ავარიის გამო ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. პირების იდენტიფიცირებისგან უწყებაში თავს იკავებენ.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.