Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამომრჩეველთა სიას ე.წ. სესხის ამომღები ორგანიზაციები და კერძო დეტექტივები იყენებდნენ - ინსპექტორი

01 მარტი, 2019 12:42

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ამომრჩეველთა სიის მონაცემებს ე.წ. სესხის ამომღები ორგანიზაციები და კერძო დეტექტივები იყენებდნენ. 

„საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებგვერდზე ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების (ფოტოსურათის, რეგისტრაციის მისამართისა და მასთან ერთად ამავე მისამართზე რეგისტრირებული პირების შესახებ) სხვა მიზნებით გამოყენების არაერთი შემთხვევა. აღნიშნულ ბაზას აქტიურად იყენებენ ე.წ. სესხის ამომღები ორგანიზაციები და კერძო დეტექტივები. მართალია, ამომრჩეველთა ერთიანი სიის გადამოწმებისთვის განკუთვნილ გვერდზე მითითებულია, რომ: „ვებგვერდი განკუთვნილია მხოლოდ ამომრჩეველთათვის - საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადასამოწმებლად!“, თუმცა კანონმდებლობა არ შეიცავს დათქმას გამოქვეყნებული მონაცემების შემდგომი დამუშავების შეზღუდვის თაობაზე,“ - ნათქვამია ანგარიშში. 

საანგარიშო პერიოდში ინსპექტორმა შეისწავლა სამინისტროების, საარჩევნო ადმინისტრაციის, სასამართლოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის საჯარო სამსახურის ბიუროს, საჯარო სკოლებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ მონაცემთა დამუშავების 115 ფაქტი. 70 სამართალდარღვევის ფაქტზე 11 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა ჯარიმა, ხოლო 7 შემთხვევაში - გაფრთხილება; გარკვეულ დარღვევებზე, ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება ვერ მოხდა, თუმცა გაიცა 50 შესასრულებლად სავალდებულო მითითება და რეკომენდაცია.

პერსონალური მონაცემების პირადი მიზნით გამოყენებისთვის შსს-ს 1 თანამშრომელი გაათავისუფლეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^