დღეს გამოვლინდნენ „ლიბერალის“ კონკურსის პირველი ეტაპის გამარჯვებულები.
„ლიბერალმა“ მოსწავლეებისთვის ბლოგპოსტების კონკურსი ერთი თვის წინ გამოაცხადა,
კონკურსის თემა იყო - ბულინგი.
რამდენიმე ათეული ნამუშევრიდან ჟიურიმ 15 ბლოგპოსტი გამოარჩია.
დღეიდან ყოველდღე ერთი მათგანი გამოქვეყნდება.
გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში, 31 მარტამდე გამოვლინდება ორი გამარჯვებული.
ერთ გამარჯვებულს გამოავლენს „ლიბერალის“ რედაქცია,
მეორე გამარჯვებულს კი - liberali.ge-ზე წაკითხვის რაოდენობა, რომელიც აღირიცხება Analytics-ს მეშვეობით;
გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ 300-ლარიან ვაუჩერებს წიგნის მაღაზიებში.
პირველი ეტაპის გამარჯვებულები არიან:
ნეკა ნათელაშვილი - რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი, X კლასი, 15 წლის
ლიკა ნოღაიდელი - ციხისძირის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე,17 წლის.
მირზა დვალიშვილი - ალექსანდრე დიუმას სახელობის ბათუმის ქართულ-ფრანგული სკოლა. 12 კლასი. 18 წლის.
ანა კვიკვინია - ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. 14 წლის
ანა ეფემიაშვილი - 14 წლის, 112-ე საჯარო სკოლა, IX კლასი
თეა იმნაძე - თეა იმნაძე, 15 წლის, ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე
მარიამ ჯაფარიძე - კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა, მე-10 კლასი.
თაკო წიქარიშვილი - ქ. ხაშურის #7 საჯარო სკოლა, ასაკი: 18 წლის კლასი: მე-12
ირმა ასლანიშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას საჯარო სკოლა. 15 წლის. მე-10 კლასი
ანა ჭკადუა - 16 წლის, თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა, XI კლასი.
ანა ხვინთელანი - თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე
თეკლა ხარაზიშვილი - 191-ე საჯარო სკოლა. ასაკი - 16 კლასი- XI
მერი დარისპანაშვილი - საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის მე-11 მოსწავლე. 17წლის.
საბა ბედინეიშვილი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე. 16 წლის.
სალომე გამგებელი - გორის რნ. სოფელ ყელქცეულის სსიპ ოთარ ჩხეიძის სახელობის საჯარო სკოლა. 17 წლის , XII კლასი.