„ხომ გეუბნებოდით, თქვენც დაისვენეთ, მეც დავისვენე და ყველამ დაისვენა, არ შეიქნა ერთი ამბავი? ახლა ხომ დაისვენებთ ყველა", - ამის შესახებ „ლიბერალთან" საუბრისას შპს „სოლო ენერჯის“ წარმომადგენელმა გიორგი აფციაურმა განაცხადა.
კომპანია „სოლო ენერჯის”, რომელიც მდინარე არაგვზე ჰესის აშენებას გეგმავდა, გარემოს დაცვის სამინისტრომ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე უარი უთხრა.
„ლიბერალის" შეკითხვაზე, აპირებს თუ არა კომპანია გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანების გასაჩივრებას, აფციაური პასუხობს, რომ დოკუმენტს გაეცნობა, რის შემდეგად მიიღებს გადაწყვეტილებას.
„უნდა გადავხედო დოკუმენტს, ჯერ ჩემამდე არ მოსულა ეს ბრძანება, ოფიციალურად მომმართავენ, ვნახავ და მერე გავაკეთებ კომენტარს", - განაცხადა აფციაურმა.
ამავე თემაზე:
გუდამაყარი პროტესტისთვის ემზადება
სამინისტრომ კომპანიას შავ არაგვზე ჰესის აშენებაზე უარი უთხრა
გუდამაყრის ხეობაში შპს „სოლო ენერჯის“ მიერ მდინარე შავ არაგვსადა მდინარე ბაკურხევზე 8.35 მეგავატი სიმძლავრის ჰესების - „შავი არაგვი“ და „შავი არაგვი 1-ის“ მშენებლობა იგეგმებოდა. პროექტის მიხედვით მდ. შავი არაგვი და მდ. ბაკურხევის ნაწილი მილებში უნდა მოექცეულიყო.