Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომპანია: „ნამახვანი ჰესზე" მოლაპარაკებები ჩიხში შესული არაა, 1 თვეში ველოდებით ხელმოწერას

07 მარტი, 2019 17:44

„მოლაპარაკებები არ არის ჩიხში შესული. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და დაახლოებით 1 თვეში ველოდებით ხელშეკრულებაზე ხელმოწერას", - ამის შესახებ „ლიბერალს" „ნამახვანი" ჰესთან დაკავშირებით სს „ნამახვანის" დირექტორმა, გიორგი ჩაჩიბაიამ განუცხადა. 

მისი განმარტებით, ჰესების კასკადზე სს „ნამახვანს“ მიღებული აქვს მშენებლობის ნებართვა (2016 წლის 26 იანვარს), ასევე გაცემულია ეკოლოგიური დასკვნაც ( 2015 წლის 25 დეკემბერს), ამ ეტაპზე კი საუბარია ინვესტორ კომპანიასა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ჰესის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულების პირობებზე.

რაც შეეხება ინვესტორ კომპანიას, ჩაჩიბაიას თქმით, გამარჯვებული ინვესტორი შეარჩიეს ღია ტენდერის გზით და ესაა Clean Energy Group Georgia.

როგორც ჩაჩიბაია ამბობს, ინვესტორ კომპანიასა და ეკონომიკის სამინისტროს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება ითვალისწინებს პროექტის შესრულების ვადას, კომერციულ საკითხებს, გარანტიებს, ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფს და ვადას, დავის გადაწყვეტის წესებს და სხვა პირობებს. მისი ცნობით, ხელშეკრულების პირობებზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში 2017 წლის სექტემბერი-ოქტრომბრიდან შევიდა.

„ლიბერალის" შეკითხვაზე - რა არის მიზეზი, რის გამოც ამ დრომდე ვერ გაფორმდა ხელშეკრულება, სააქციო საზოგადოების დირექტორი გვპასუხობს:

„ნამახვან ჰესების კასკადის პროექტი წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტს. საინვესტიციო ღირებულების, გარემოზე ზემოქმედებისა და ენერგოსისტემისთვის მნიშვნელობის გათვალისწინებით, პროექტის განხორციელება დაკავშირებულია მრავალი ტექნიკური, იურიდიული და ფინანსური საკითხის გადაწყვეტასთან. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებში ჩართულნი არიან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, რომელთაც აქვთ მკაცრი მოთხოვნები პროექტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელების უზრუნველსაყოფად", - ამბობს ჩაჩიბაია. 

მისივე თქმით, დაახლოებით 1 თვეში ელოდებიან ხელშეკრულებაზე ხელმოწერას.

„ლიბერალმა" კითხვებით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

პროექტის შესახებ

სს „ნამახვანს“ მდ. რიონზე დაგეგმილი აქვს ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება. პროექტით მიხედვით გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა, რომლის შემადგენლობაში იქნება კალაპოტური ტიპის ტვიში ჰესი და დერივაციული ტიპის ნამახვანი ჰესი. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით:

ტვიში ჰესის მოწყობა დაგეგმილია ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფ. ტვიშსა და სოფ. ალპანას შორის მოქცეულ მონაკვეთზე. პროექტით გათვალისწინებულია 59 მ. სიმაღლის ბეტონის გრავიტაციული კაშხლის (7.3 მლნ მ 3 ტევადობის წყალსაცავი) მშენებლობა, რის გამოც წყლის ქვეშ აღმოჩნდება დაახლოებით 1 კმ2 (100 ჰექტარი) ფართობის ტერიტორია, მათ შორის, ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო მაგისტრალის მონაკვეთი და დაახლოებით 11 ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ნამახვანი-ჟონეთი ჰესის მოწყობა კი განსაზღვრულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელი ნამახვანის აღმა მიმართულებით. პროექტი მოიცავს 111.5 მეტრის სიმაღლის ბეტონის გრავიტაციული კაშხლის (156 მლნ მ3 ტევადობის წყალსაცავი) აშენებას და დაახლოებით 5 კმ2 (500 ჰექტარი) ფართობის წყალსაცავის მოწყობას. დასატბორი ტერიტორია მოიცავს სასოფლო-სამეურნეო მიწებს - 48 ჰა, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს - 157 ჰა და 3 დასახლებულ პუნქტს (სოფ. მოლეკულა, სოფ ქვედა ონჭეიში და სოფ. მექვენა-ვანიჭალა). პროექტს დამატებით 4 დასახლებულ პუნქტზე (სოფ. ზემო ონჭეიში, სოფ. ვანი, სოფ. დერჩი და სოფ. მექვენა) ექნება არაპირდაპირი ზემოქმედება - ნაწილი ფიზიკურ, ნაწილი კი ეკონომიკურ განსახლებას დაექვემდებარება. სულ ნამახვანი ჰესის პროექტის გავლენის ზონაში ფიზიკურ და ეკონომიკურ განსახლებას შეიძლება დაექვემდებაროს 104 ოჯახი 269 მცხოვრებით, მხოლოდ ეკონომიკურ განსახლებას კი 47 ოჯახის კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები.

„ნამახვანი" და „ტვიში ჰესი" - რას აპროტესტებს მოსახლეობა

კულტურული ძეგლების სია, რომლებიც ნამახვანის ჰესების კასკადის ზეგავლენის არეალში ექცევა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^