Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სექსუალური ძალადობა დანაშაულია! - ქალთა მოძრაობის პერფორმანსი 8 მარტის აღსანიშნავად

08 მარტი, 2019 14:28

8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე, ქალთა მოძრაობის წევრებმა თავისუფლების მეტროსთან პერფორმანსით აღნიშნეს. დღევანდელი აქცია-პერფორმანსის მთავარი გზავნილია - სექსუალური ძალადობა დანაშაულია!

დადგა დრო, სექსუალურ ძალადობასა და ქალის შანტაჟს დაერქვას თავისი სახელი! - ქალთა მოძრაობა

ქალთა მოძრაობის წევრები პოსტერებით თავისუფლების მეტროსთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მარჯანიშვილის და რუსთაველის მეტროსთან გადაინაცვლეს. 

აქტივისტები მიიჩნევენ, რომ დღეს:

O სექსუალურ ძალადობაზე არსებული კანონმდებლობა არ აკმაყოფილებს სტამბოლის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს;

O სექსუალური ძალადობის თაობაზე ქალები იშვიათად ატყობინებენ პოლიციას. დანაშაულების სათანადო გამოძიება იშვიათად ხდება;

O სექსუალური ძალადობის დასადასტურებლად არაადეკვატურად ბევრი მტკიცებულებაა საჭირო. მსხვერპლის მონათხრობის ხშირად არ სჯერათ. სამართლებრივი პროცესები უკიდურესად ტრავმულია. შედეგად, სექსუალური ძალადობა მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ისჯება;

O 16 წლამდე გოგოს მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობა ხშირად ნებაყოფლობით კავშირად კვალიფიცირდება. ეს ბავშვის დამატებით სტიგმატიზაციას ახდენს;

O ცოლის/სექსუალური პარტნიორის, სექსმუშაკის, შშმ ქალის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობა იშვიათად სრულდება პოლიციისთვის მიმართვით ან დამნაშავის დასჯით.

O ქალების მიერ საკუთარი სექსუალობის გამოხატვა სირცხვილად, მაპროვოცირებეულ აქტად და გამოწვევად განიხილება, მათ შორის სექსუალური შევიწროებისა და სექსუალური ძალადობა-გამოვლილი ქალის შემთხვევაშიც კი;

შესაბამისად, “ქალთა მოძრაობა” და ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი მიმართავენ - ქალებს, რომლებმაც განიცადეს ძალადობა; ქალთა უფლებების დამცველებს; სახალხო დამცველს; ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს; სახელმწიფო ორგანოებს (შსს, პროკურატურა, სასამართლო; ჯანდაცვის სამინისტრო); სერვისების გამწევ ორგანიზაციებს; მედიას - დაიწყოს დისკუსია/მუშაობა სექსუალური ძალადობის ხილვადობის გაზრდის, ქალის სექსუალობის პოზიტიურად წარმოჩენისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქტიური ზომების მისაღებად!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^