გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი ილია მეორეს შეხვდა. UNICEF-ის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ბავშვის უფლებათა კოდექსი, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევების პრევენცია და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების რეაბილიტაცია, პოზიტიური მშობლობა და ოჯახების როლი ბავშვების ცხოვრებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პატრიარქმა აღნიშნა, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც ახლა პარლამენტის მიერ იხილება, მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტია ბავშვებისათვის საქართველოში
„იუნისეფისათვის ოჯახი უმნიშვნელოვანესია ბავშვების კეთილდღეობისა და განვითარებისათვის. ძლიერი ოჯახი ძლიერ საზოგადოებას ნიშნავს“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა.