
„თეა წულუკიანი არის ძალიან გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთავრობის შემადგენლობაში", - თქვა პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ იუსტიციის მინისტრის შესახებ, რომელიც თანამდებობიდან გადადგომას არ გამორიცხავს.
როგორც ბესელია ამბობს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირადად დავინახოს პროცესი, რამაც თეა წულუკიანთან დაკავშირებით გამოიწვია შიდა უკმაყოფილება და უთანხმოება.
„არ ვიცი დეტალები, ამიტომ, ვერ გავაკეთებ რამე კონკრეტულ კომენტარს, მაგრამ იმედი მაქვს, ინსტიტუციურად არ დააზიანებს ეს პროცესი იმ გზას და იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანას დემოკრატიისთვის ნამდვილად სჭირდება“, – ამბობს ეკა ბესელია.
თეა წულუკიანმა გუშინ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა.