ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებს.
„ ის რომ ჯარს ყურადღება უნდა და ეს ე.წ ხელისუფლება ამ ჯარს ყურადღებას არ აქცევს და გაგვიმრავლდა ცრუ რელიგიები, რომლებიც ჯარისგან ათავისუფლებენ ადამიანებს გაუგებარი მიზეზების გამო, ვითომ მღვდელმსახურები არიან, რაც დაცინვაა ჩვენი სახელმწიფოსი და შეიარაღებული ძალების - ეს ყველას გვესმის, მაგრამ თვითონ კანონპროექტი არის უგუნური, ერთუჯრედიანი ხალხის მომზადებული. არ შეიძლება ამის ესე ჩამოყალიბება. აუცილებელია, რომ ყველა მოქალაქემ მოიხადოს თავის ვალი სახელმწიფოს და შეიარაღებული ძალების წინაშე და მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს ევროპული ქვეყანა , სადაც გაწვევითი არმია არის და სადაც ადამიანი ამბობს, რომ თავის რელიგიური მოსაზრებების გამო არ შეუძლია შეიარაღებულ ძალებში მსახური, ამაზე არის მარტივი პასუხი -გაიარე ალტერნატიული სამსახური, მაგრამ დისკრიმინაცია რელიგიური ნიშნით ყოვლად მიუღებელია", -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გავაუქმებ მუხლს, რომლითაც მღვდელმსახურებს სამხედრო სამსახურის გადავადება შეუძლიათ - სესიაშვილი
სესიაშვილის კანონპროექტით მღვდელმსახურება ჯარიდან ვეღარ დაიხსნის - რას აპირებს „გირჩი“