ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო ბირთვმა აპლიკაცია უნდა შექმნას, რომლის საშუალებითაც, პარტიის აქტივისტები Iphone-ების საშუალებით მისცემენ ხმას მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
„ისევე, როგორც ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკურ საბჭოში, მაგრამ როგორ უნდა შეირჩეს ეს ხალხი? ჩვენ გვყავს 400 000 რეგისტრირებული, აქტიური მხარდაჭერი და აქტივისტი. ამ ხალხმა, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები [...] და ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმები, რომლებიც არსებობს, ამის საშუალებას იძლევა" - თქვა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, აპლიკაციის მეშვეობით, აქტივისტები პირდაპირი ელექტრონული წესით მისცემენ ხმას.
„ჩვენ შეგვეძლება, ხმა მივცეთ Iphone-ით, აპლიკაციით, რომელიც თქვენ გექნებათ Iphone-ში. უახლოეს პერიოდში იმედია, პარტიის საორგანიზაციო ბირთვი შექმნის ამ აპლიკაციას და თითოეულ აქტივისტს - „ნაციონალური მოძრაობის" შეეძლება ყველა ძირითად პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ხმის მიცემა პირდაპირ ელექტრონულად და პირდაპირ ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - კანდიდატების შერჩევაში, მათ შორის საარჩევნო სიების შერჩევაში მომავალში, კანონპროექტების მხარდაჭერაში, ძირითადი პოლიტიკური პოზიციების შეჯერებაში" - თქვა სააკაშვილმა.
სააკაშვილი ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერს