Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოცმუშაკები: ჯანდაცვის სამინისტრო მედიაციის პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობს

20 მარტი, 2019 15:22

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ მუშაკთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „სამინისტროს მხრიდან შესაძლო ზეწოლისა და მედიაციის პროცესის ხელის შეშლის მცდელობაზე“ ისაუბრეს. 

სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ მედიაციის პროცესში თვენახევრიანი ლოდინის შემდეგ სამინისტროსთან ორმხრივი შეხვედრა პირველად დღეს, 20 მარტს 17:00 საათზე მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიასთან შედგება. თუმცა სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ მედიაციის პროცესის გვერდის ავლით „სამინისტრო ავალდებულებს რაიონული სერვისცენტრებიდან სოციალურ მუშაკებს, დაესწრონ სავალდებულო შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან, ზუსტად იმავე დროს - მედიაციის შეხვედრის პარალელურად. სავალდებულო შეხვედრის მიზანი, რეგიონებიდან ჩამოყვანილი  სოცმუშაკებისთვის ცნობილი არ არის“.  

საინიციატივო ჯგუფის წევრები აღნიშნულს მედიაციის პროცესისა და პროცესში ჩართული სოცმუშაკებისადმი უპატივცემულობად აფასებენ. მათი განცხადებით, „ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მედიაციის შეხვედრის პარალელურად, ჯანდაცვის მინისტრთან სავალდებულო შეხვედრის ჩანიშვნა წინასაგაფიცვო პროცესში მყოფ სოც. მუშაკებზე ზეწოლას ემსახურება“.

„გარდა ამისა, ეს ქმედება რეგიონიდან ჩამოყვანილ სოციალურ მუშაკებს ართმევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ წინასწარ დაგეგმილ მედიაციის პროცესში. ასევე, გვაქვს ეჭვი, რომ სამინისტროს სურს, სოციალური მუშაკების ერთსულოვანი პროტესტი წარმოჩნდეს მხოლოდ ცალკეული სოციალური მუშაკების პროტესტად“, - აცხადებენ სოციალური მუშაკები. 

სოციალური მუშაკები დღეს შეხვდებიან მინისტრის მოადგილეს და მოისმენენ, თუ როგორ აპირებს სამინისტრო სოციალური სამსახურის პრობლემების გადაწყვეტას. მათი თქმით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას გაფიცვის შესახებ. 

ნფორმაცია სოცმუშაკებთან ორ პარალელურ შეხვედრასთან დაკავშირებით არასწორია - ბარკალაია


სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა სამუშაო პირობების გამო, რომელიც მათი თქმით, საფრთხეს უქმნის დასაქმებულებისა და ბენეფიციარების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, შრომითი პირობების გაუმჯობესების  და სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი მომსახურებების შექმნის მიზნით შრომითი დავა წამოიწყო. სოციალურმა მუშაკებმა შემათანხმებელი პროცედურების დაწყების თაობაზე 2019 წლის 8 თებერვალს მიმართეს სამინისტროს.

„2019 წლის 18 თებერვალს დაიწყო მედიაციის პროცესი, რომელიც დასრულდა უშედეგოდ და მოდავე მხარეს არ მიგვიღია არავითარი რეალური დაპირება, არ შემდგარა არცერთი ორმხრივი შეხვედრა. მედიაციის დასრულების შემდგომ, სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვის უფლება მოვიპოვეთ, თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ  ჩვენ კარგად ვიზარებთ სოციალური მუშაკის როლს, პასუხისმგებლობასა და მნიშვნელობას ბენეფიციარების დაცვის საკითხში, არ გვსურდა გაფიცვის უფლების პირდაპირ გამოყენება და ამას განვიხილავდით როგორც უკიდურეს ზომას, რის გამოც კიდევ ერთხელ მივმართეთ დამსაქმებელს მედიაციის გაგრძელების თხოვნით. ჩვენ ვითხოვდით, ჩატარებულიყო ორმხრივი შეხვედრა“, აცხადებენ სოციალური მუშაკები

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^