„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს.
აქამდე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური იყო, რადგან მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს ეს სტატუსი შეუწყდა. პარტიამ ბოლო ყრილობაზე გადაწყვეტილება მიიღო, რომ სიმბოლურად, ამ თანამდებობაზე მისი შემცვლელი არ აერჩიათ.
18 მარტს სააკაშვილმა პარტიის თამვჯდომარის თანმადებობაზე გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.