Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღია საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს სოციალურ მუშაკთა მოთხოვნებს

25 მარტი, 2019 11:18

ღია საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკთა საგაფიცვო მოთხოვნებს. ფონდში მიაჩნიათ, რომ სოციალურ მუშაკთა მოთხოვნები ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება. ღია საზოგადოების ფონდი მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს გაითვალისწინონ სოციალურ მუშაკთა ლეგიტიმური მოთხოვნები

„საგაფიცვო მოთხოვნების ჩამონათვალი მკაფიოდ აჩვენებს სოციალური დაცვის სისტემაში არსებულ ძირეულ პრობლემებს. ამასთანავე, განსაკუთრებით საგანგაშოა სოციალური დაცვის სისტემაში მომუშავე პროფესიონალთა შრომითი პირობები. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სოციალური დაცვის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სოციალური მუშაკები ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობებით უზრუნველყოს.

ღია საზოგადოების ფონდი სოციალური სამუშაოს განვითარებას საქართველოში ამ პროფესიის დანერგვის დღიდან უჭერს მხარს. არაერთმა სოციალურმა მუშაკმა აკადემიური განათლება  ფონდის დახმარებით მიიღო. მოგვიანებით, ფონდმა სოციალურ მუშაკთა ასოციაციის რამდენიმე პროექტი დააფინანსა. ღია საზოგადოების ფონდის  სამუშაო თემები, როგორიცაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა თუ უსახლკარობა, დიდწილად არის დამოკიდებული სოციალურ მუშაკთა შესაძლებლობაზე, სრულფასოვნად განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება“,- ნათქვამია განცხადებაში.

სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებული სოციალური მუშაკები მათი მოთხოვნების შესრულებამდე უარს აცხადებენ სამუშაო მოვალეობის შესრულებაზე და იფიცებიან.

რა მოთხოვნები აქვთ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც იფიცებიან

არასამთავრობო ორგანიაციების განცხადებით, აღნიშნულის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააგენტოში დასაქმებული კონკრეტული პირები, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ადამიანები, ზეწოლას ახორციელებენ სოციალურ მუშაკებზე და გაფიცვაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში მათ სხვადასხვა სახის უარყოფითი შედეგებითა და პასუხისმგებლობების დაკისრებით ემუქრებიან.

სოციალური მუშაკები გაიფიცნენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^