Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რაზე (ვერ) შეთანხმდნენ გაფიცული სოციალური მუშაკები და დავით სერგეენკო

28 მარტი, 2019 19:36

გაფიცილუ სოციალური მუშაკები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც მინისტრ დავით სერგეენკოს მიერ შეთავაზებულ გეგმას ეხმაურებიან.

„გაფიცვის მეოთხე დღეს პირველად მოხდა შეხვედრა სოციალური დაცვის მინისტრთან. შეხვედრის ფარგლებში გავიარეთ მათ მიერ შემოთავაზებული „ოთხპუნქტიანი გეგმა“. აღნიშნული გეგმა შემოთავაზებული იყო მედიაციის პროცესშიც. დღეს გეგმის პუნქტები უფრო მეტად დაკონკრეტდა, თუმცა მოთხოვნების ნაწილი კვლავ შეუსრულებელია, ნაწილი კი საერთოდ არ არის ასახული გეგმაში.

ამ ეტაპზე სოციალური მუშაკები ელოდებიან შუალედური შეთანხმების დოკუმენტს, რომელშიც ასახული იქნება კონკრეტული ვადები, პასუხისმგებელი პირები და პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრის გეგმა.

შეთანხმება შედგა შემდეგ საკითხებზე:
1. ტექნიკური სამუშაოსგან განტვირთვა - ვაუჩერის ბეჭდვა, ხელშეკრულებების მომზადება, 3 სოციალური პროგრამის ჩახსნა.
2. 12 იურისტი ემატება სოციალურ სამსახურს.

ნაწილობრივი შეთანხმება შედგა:
1. ტრანსპორტის საკითხთან დაკავშირებით: 15 აპრილამდე იგეგმება 30_მდე სატრანსპორტო საშუალების გამოყოფა. ხოლო 2020 წლის ბიუჯეტში გაიწერება ყველა სერვისცენტრის და რაიონული განყოფილების ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
2. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა სატრანსპორტო ტალონებზე თბილისის მასშტაბით. 
3. კადრების დამატებასა და საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. სამინისტროს არ აქვს პასუხი 50 კადრს დაემატება 20 საპროცესოსთვის სპეციალიზირებული კადრი თუ ეს 50 კადრი მოიაზრებს ამ 20 ადამიანს.
4. ფსიქოლოგი დაემატა 1 თბილისს, სხვა არცერთ რაიონში ფსიქოლოგის მატებას ვერ გვპირდებიან ამ ეტაპზე.

შეთანხმება არ შედგა:
1.ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით. 
2. ექსპერტიზის ბიუროში ხელმოწერა არ გამარტივებულა.

ვითვალისწინებთ ყველა სოციალური მუშაკის საჭიროებებს განსაკუთრებით რეგიონში მომუშავე სოციალური მუშაკების.

მოცემულ ეტაპზე სოციალური მუშაკები კვლავ აგრძელებენ გაფიცვას.

მადლობა თანადგომისთვის!" - ნათქვამია გაფიცული სოციალური მუშაკების განცხადებაში. 

დღეს სოციალურ მუშაკებთან შეხვედრის სემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მათ გაფიცულ სოციალურ მუშაკებთან შეთანხმებას მიაღწიეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^