Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს

02 აპრილი, 2019 11:15

სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებული სოციალური მუშაკები დღეიდან გაფიცვას შეწყვეტენ. ისინი სამუშაო პროცესს უბრუნდებიან, თუმცა, სოცმუშაკთა საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, მოთხოვნათა ნაწილი კვლავ შეუსრულებელია და პრობლემების მოსაგვარებლად ბრძოლას განაგრძობენ.

სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა 25 მარტს დაიწყეს. მას შემდეგ, რაც 20 მარტს მედიაციის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესა და სოციალურ მუშაკებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

როგორც ერთ-ერთ აქციაზე „ლიბერალს“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა, სოფო ხვთისიაშვილმა უთხრა, მათ 20-ზე მეტი მოთხოვნა ჰქონდათ ჯანდაცვის სამინისტროსთან.

მათგან 6 მოთხოვნის შესრულებას სოცმუშაკები დაუყონებლივ მოითხოვდნენ, რადგან აღნიშნავდნენ, რომ რამდენიმე საკითხი მათი სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

გაფიცვის შემდეგ, 28 მარტს სოციალურ მუშაკებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურმა მუშაკებმა განაცხადეს, რომ მინისტრთან მათი მოთხოვნების ნაწილზე შეთანხმდნენ, თუმცა ნაწილი კვლავ არ იყო გათვალისწინებული სერგეენკოს შეთავაზებულ გეგმაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^