Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ განმარტავს მარიამ ჯაში კანონიდან ტერმინ „ლიბერალურის“ ამოღების მხარდაჭერას

02 აპრილი, 2019 15:16

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში განმარტავს გუშინ განათლების კომიტეტის სხდომაზე  კომიტეტის მიერ ზოგადი განათლების მიზნებიდან ტერმინ „ლიბერალურის“ ამოღების პროექტის მხარდაჭერას. 

მარიამ ჯაში აღნიშნავს, რომ ზოგადად კომიტეტს არ დაუჭერია და არ დაუჭერს მხარს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ჩანაწერის ამოღებას, თუმცა ის არ საუბრობს კონკრეტულად სიტყვა „ლიბერალურზე“, რომლის ამოღებასაც კომიტეტმა მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. 

„კომიტეტს არ დაუჭერია და არ დაუჭერს მხარს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ჩანაწერის ამოღებას. გუშინ კომიტეტი განიხილავდა ინიციატივას, რომლის მთავარი, პრინციპული მიზანი გახლდათ ზოგადი განათლების კანონის მესამე მუხლის დაახლოება ბავშვის უფლებათა კონვენციის 29-ე მუხლთან, თავად პრინციპების დონეზე, რომ ჩვენი კანონმდებლობა კიდევ უფრო დაუახლოვდეს საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე ფართოდ რატიფიცირებულ დოკუმენტს.

ვფიქრობ, მისასალმებელი იყო, ჩვენ დავუჭირეთ მხარი CRC-ის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას და არა კონკრეტულად რომელიმე ჩანაწერის ამოღებას

ჩემი პოზიცია გახლდათ, რომ უნდა მომხდარიყო ჩანაწერის მუხლობრივი განხილვის დროს გადახედვა და ვეწინააღმდეგებოდი აღნიშნული ჩანაწერის ამოღებას. განათლების სამინისტროს მხრიდან იყო წარმოდგენილი უარყოფითი პოზიცია სწორედ ამ საკითხთან მიმართებაში. იგივე კრიტიკა გამოითქვა სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან და,  შესაბამისად, ჩვენი შეთანხმება კომიტეტზე გახლდათ ის, რომ პრინციპების დონეზე ვუჭერთ მხარს ზოგადი განათლების შესახებ კანონის კიდევ უფრო დაახლოებას ბავშვის უფლებათა კონვენციასთან“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. 

გუშინ, პარლამენტში განათლების კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შეასხებ კანონში“ შესატანი ცვლილება პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს, იმ დათქმით, რომ მეორე მოსმენამდე გაიმართება დამატებითი განხილვა განათლების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობით. საქმე ეხება პარლამენტარ ნუკრი ქანთარიასა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილის მიერ ინიცირებულ პროექტს, რომლის მიხედვითაც, ზოგადი განათლების მიზნების ჩამონათვალში ის მუხლი იცვლება, სადაც სიტყვა „ლიბერალურია" ნახსენები. 

თუ სიტყვა „ლიბერალურს" ამოვიღებთ კანონიდან, ჩვენ გადავუხვევთ ილიას გზას - მაღრაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^