თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჭავჭავაძეზე გუშინ გამართულ აქციაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის მზად იყო შეხვედროდა ახალგაზრდებს და მათთვის გაეცნო ის პროექტები, რომელიც თბილისის მერიამ შრომის უსაფრთხოების დაცვისა და რეგულაციების გამკაცრების მიმართულებით განახორციელა.
„როდესაც ვნახე კადრები, თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ამ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა და აღარ გავაგრძელებ, თუ ვინ დგას ამის უკან და ვინ მართავს ამ ჯგუფს,“ - განაცხადა კახა კალძემ.
როგორც მან თქვა, გარკვეული ცვლილებები გატარდა საკანონმდებლო დონეზე და თბილისის მერიაც იყო ინიციატორი გარკვეული ცვლილებებისა, რომელთა ინიცირება შარშან მოხდა.
„ეს ეხებოდა მშენებლობებზე რეგულაციების გამკაცრებას, თვითონ მშენებლობებზე დასაქმებულების უფლებებს, მათ უსაფრთხოებას და ა.შ. ამ ყველაფერს ავუხსნიდი ახალგაზრდებს, თუმცა, თუ როგორც განვითარდა მოვლენები, ყველამ დაინახა," - ამბობს კახა კალაძე.