რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, მარნეულის ყოფილ მერს 32 000 ლარის განაცდურის მიღებაზე მერიაში უარი უთხრეს.
თემურ აბაზოვი 7 თვე იმყოფებოდა პატიმრობაში, რომელიც მას აღკვეთის ღონისძიების სახედ მიესაჯა. ის მარნეულში მცხოვრები მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული. სასამართლომ თემურ აბაზოვი 13 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აბაზოვის განცხადების საფუძველზე, 12 თებერვალს მარნეულის საკრებულომ მას მერის მოვალეობა შეუწყვიტა. მარნეულის ყოფილი მერი სწორედ 7-თვიანი პატიმრობისას განაცდური ხელფასის აღებას მოითხოვდა.
რადიოს ინფორმაციით, მერიამ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო და მიზეზად დაასახელა, რომ სამართლებრივი ჩარჩოები ვერ დაკმაყოფილდა.
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 32 000 ლარის განაცდური ხელფასის აღებას ითხოვს
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს