Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ მზად ვიყავი, უარი მეთქვა NATO-ზე - მიხეილ სააკაშვილი

02 აპრილი, 2019 23:03

„ჩემთვის ჩემი ქვეყანაა მთავარი“, - ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიას კითხვას, მართალია თუ არა, რომ ის მზად იყო უარი ეთქვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე და დაეტოვებინა საქართველოში რუსული ბაზები. ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილს თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტურ ფილმში ნათქვამი ფრაზა შეახსენა:

მიშამ ემპირიულად გადაამოწმა, რომ რუსოფილების იდეა (ტერიტორიები NATO-ს ნაცვლად) ზღაპარია - ნოდია

„თუ ტერიტორიებს მოგვცემთ ყველაფერზე უარს ვამბობთ, მათ შორის, NATO-ზეც კი. 2008 წლის დასაწყისში პირდაპირ ვუთხარი, NATO-ზეც უარს ვამბობ, ტერიტორიები დაგვიბრუნეთ, დავამყაროთ მშვიდობა", - თქვა სააკაშვილმა. „- ანუ თქვენ თანახმა იყავით ბაზების დატოვებაზეც და NATO-ზეც უარს ამბობდით ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ?“ - მიმართა გვარამიამ ექსპრეზიდენტს, რასაც მიხეილ სააკაშვილი დაეთანხმა.

„ჩემთვის ჩემი ქვეყანაა მთავარი... ჩვენ მივიღეთ ის მემკვიდრეობა, რომელიც მივიღეთ. რუსები აქ იყვნენ და რომ არ გასულიყვნენ, პრინციპში, მათი გაყრა შეუძლებელიც იყო. ამიტომ ვეუბნებოდით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს საკითხი აქტუალური განსაკუთრებით დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მიერ კოსოვოს აღიარების შემდეგ გახდა. აქცენტი კი ამ შემთხვევაში აფხაზეთზე კეთდებოდა, რადგან მისი თქმით, „ცხინვალს ნელ-ნელა ისედაც ვიბრუნებდით“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გვარამიასთან ინტერვიუში ჰყვება, რომ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის მთავრობა“ სპეციალურად შექმნეს და დიმიტრი სანაკოევი, ყოფილი სეპარატისტი დანიშნეს, რომ ოსებისთვის ეჩვენებინათ, მათ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ შეეძლებოდათ თავიანთი მთავრობის ყოლა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^