Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიშამ ემპირიულად გადაამოწმა, რომ რუსოფილების იდეა (ტერიტორიები NATO-ს ნაცვლად) ზღაპარია - ნოდია

03 აპრილი, 2019 13:13

პოლიტოლოგი გია ნოდია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება. „რუსთავი 2-ის" ეთერში სააკაშვილმა რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის შეთავაზებული წინადადების შესახებ ისაუბრა.

„თუ ტერიტორიებს მოგვცემთ ყველაფერზე უარს ვამბობთ, მათ შორის, NATO-ზეც კი. 2008 წლის დასაწყისში პირდაპირ ვუთხარი, NATO-ზეც უარს ვამბობ, ტერიტორიები დაგვიბრუნეთ, დავამყაროთ მშვიდობა", - თქვა სააკაშვილმა. „- ანუ თქვენ თანახმა იყავით ბაზების დატოვებაზეც და NATO-ზეც უარს ამბობდით ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ?“ - მიმართა წამყვანმა ექსპრეზიდენტს, რასაც სააკაშვილი დაეთანხმა.

გია ნოდია სააკაშვილის შეთავაზების შესახებ Facebook-ზე შემდეგ რამეს წერს: 

„მიხეილ სააკაშვილის მორიგი ინტერვიუ არ მინახავს და მასზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მაგრამ შევამჩნიე მისი კრიტიკა იმის გამო, რომ პრინციპში მზად ყოფილა NATO-ს წევრობაზე უარი ეთქვა, თუ რუსეთი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას გადაუწყვეტდა (ეს ადრეც უთქვამს, არაფერი ახალი ამაში არაა). კრიტიკოსების აზრით, ეს აჩვენებს, რომ სინამდვილეში სააკაშვილი არ არის პრინციპული საქართველოს პროდასავლური კურსის დაცვის საკითხში და საერთოდ, „ბურჯანაძე და ინაშვილი აბა სხვა რას ამბობენ“.

ეს კრიტიკა არის აბსოლუტურად სულელური და არაკომპეტენტური. რომ არსებობდეს რუსეთთან ასეთი გარიგების რეალისტური შესაძლებლობა, საქართველოს ნებისმიერი ლიდერი ვალდებული იქნებოდა, ამაზე წასულიყო. NATO-ში წევრობა არ შეიძლენა იყოს თვითმიზანი, ის რაღაცისთვის გვჭირდება. თუ რუსეთთან ამგვარი გარიგებით საქართველოს უსაფრთხოება უკეთესად იქნება დაცული, მასზე უნდა წახვიდე.

ამგვარი ჰიპოთეტური გარიგება არც საქართველოს პროდასავლურ კურსთან შევიდოდა წინააღმდეგობაში. შვედეთი, ფინეთი, ავსტრია საკმარისად დასავლური ქვეყნები არ არიან (NATO-ში არც ერთი არაა)? შვედეთი, პოლონეთთან ერთად, ძირითადი სპონსორი იყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პატრნიორობის პროგრამისა, რასაც რუსეთი (არსებითად სამართლიანად) მის წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევს. პროდასავლური კურსის მთავარი ღირებულებაა, რომ განვვითარდეთ, გვქონდეს უსაფრთხო გარემო და დასავლური სტილის დემოკრატიული (და ლიბერალური) წესრიგი.

ბურჯანაძის, ინაშვილის და კამპანიის პრობლემა ისაა, რომ ისინი იტყუებიან (მგონია რომ სრულიად შეგნებულად), თითქოს ასეთი გარიგება შესაძლებელია. ანუ მათ უნდათ, რუსეთის ორბიტაში მოტყუებით შეგვიყვანონ. სინამდვილეში, ამგვარი გარიგება შეუძლებელია ფანტასტიკის სფეროა (იმედი მაქვს, ნორმალურ ადამიანს არ გჭირდებათ დასაბუთება, რატომ). აფხაზეთის და ცხინვალირ რეგიონის დაბრუნების შანსები მოხილვად მომავალში, სამწუხაროდ, მინიმალურია, მაგრამ თუნდაც თეორიული შანსის შენარჩუნებისთვის NATO-სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება (იდეალში - მათი წევრობა) გაცილებით ჯობია რუსეთზე ორიენტაციას. ის კიდევ უფრო წაადგება საქართველოს (იმ ოკუპირებული 20 პროცენტის გარეშე) უსაფრთოხებას და განვითარებას. რუსეთზე ორიენტაცია ყველა მიმართებით ჭაობია.

მიშა რასაც ამბობს, რომ პუტინთან საუბარში ფაქტობრივად გადაამოწმა ეს ჰიპოთეზა: აბა, რაზეა წამომსვლელი პუტინი, თუ საქართველო (ჰიპოთეტურად) NATO-ს წევრობის პერსპექტივაზე უარს იტყოდა. პასუხი იყო: არც არაფერს. ანუ, მიშამ ემპირიულად გადაამოწმა, რომ ქართველი რუსოფილების ძირითადი იდეა (ტერიტორიები NATO-ს ნაცვლად) არის ზღაპარი. რა არის ამაში არასწორი?

P.S. ზოგადად მიშა გენიოსია და საქართველოს ერთადერთი მხსნელი, თუ საზიზღარი და უპრინციპო - ამ საკითხს ეს პოსტი არ ეხება. მაგაზე ცალკე იკამათეთ, ვისაც გინდათ".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^