Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პატიმრის შესაძლო ცემა გურჯაანის პოლიციის განყოფილებაში - რაზე საუბრობს ადვოკატი

04 აპრილი, 2019 11:53

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, გურჯაანის რაიონის პოლიციაში პატიმარს სცემეს. ასევე მოხდა სისხლის სამართლის საქმის ფალსიფიკაცია. ჩოფიკაშვილის განცხადებით, შემთხვევა 2019 წლის 22 მარტს მოხდა, როდესაც თორნიკე ტურიაშვილი და უჩა ილაშვილი მდინარე ალაზნის აკრძალულ ტერიტორიაზე ნავით თევზაობდნენ. ამ დროს მათ გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელმა, ბესიკ შუბითიძემ ცეცხლი გაუხსნა. 

მისი თქმით, იმ ადამიანს, რომელიც ბრაკონიერად იყო წარმოჩენილი დაახლოებით 5 ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული ზურგის არეში.

„თუ ეს ადამიანი იყო თავდამსხმელი და გარემოს დაცვის თანამშრომელი შუბითიძე იცავდა თავს თავდამსმხელისგან, გამორიცხულია, ასეთ შემთხვევაში ბრაკონიერს ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიები ზურგის არეში“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.  

მისი თქმით, მეორე დაკავებულ უჩა ილაშვილს მთელი ღამის განმავლობაში პოლიციელები ცემით აიძულებდნენ, მიეცა მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება,

„22 მარტს უკანონოდ მოთევზავე ორი პირი გარემოს დაცვის თანამშრომელებმა დააკავეს. თორნიკე ტურიაშვილს დაკავებისას 5 ცეცხლნასროლი დაზიანება ჰქონდა მიღებული. ამ ფაქტის მიჩქმალვისთვის გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა დადგეს სცენა, თითქოს პირველად ბრაკონიერმა ესროლა თოფი გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელს, თუმცა არც ერთ გამომძიებელს არ დაუსვამს კითხვა, თუ რატომ ჰქონდა ტყვიების უმეტესობა დაკავებულს ზურგის არეში მოხვედრილი. 

მეორე დაკავებულ უჩა ილაშვილს მთელი ღამის განმავლობაში პოლიციელები ცემით აიძულებდნენ, მიეცა მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება, თუმცა უშედეგო მცდელობის შემდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით შეუდგინეს დაკავების ოქმი და ყვარლის დროებითი განთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

სწორედ, დროებითი განთავსების იზოლატორის თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად დაფიქსირდა სხვადასხვა დაზიანება ილაშვილს სხეულზე. მოგვიანებით დაკავებულები სასამართლომ გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ჩოფიკაშილის თქმით, მისთვის უცნობია, თუ რატომ განაგრძობენ ის პოლიციელები მუშაობას, ვისი იდენტიფიცირებაც მოახდინა უჩა ინაშვილმა და ამის შესახებ აცნობა დაკითხვის დროს პროკურატურას. ჩოფიკაშვილის თქმით, ესენი არიან: პოლიციის უფროსის მოადგილე ბექა ახალაური და ერთ-ერთი პოლიციელი ალექსანდრე შაგიაშვილი. 

ჩოფიკაშვილის თქმით, ორგანიზაცია მოითხოვს, გამოძიების დასრულებამდე ეს პოლიციელები დროებით  გათავისუფლდნენ სამსახურიდან. ასევე, მისი თქმით, სამსახურიდან უნდა გათავისუფლდეს გარემოს დაცვის თანამშრომელი შუბითიძე. 

პატიმრის შესაძლო ცემა გურჯაანის პოლიციის განყოფილებაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^