„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დეპუტატის, ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა ჩააგდო.
„ანტიდისკრიმინაციული კანონიდან“ ტერმინების - „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას მხარი 27 დეპუტატმა დაუჭირდა, მათ შორის არის უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი.
ვინ დაუჭირა მხარი ანტიდისკრიმინაციული კანონიდან „გენდერული იდენტობის" ამოღებას, ვინაა წინააღმდეგი
„ლიბერალი" ზაზა ხუციშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, მას ემზარ კვიციანის ინიციატივისთვის მხარი არ დაუჭერია და ტექნიკური შეცდომა იყო.
„შეცდომა იყო. ის პაკეტი შედგებოდა რამდენიმე კანონისგან. არც ერთს არ დავუჭირე და პირველს შემთხვევით მოხვდა. ახალი რეგლამენტით დროის სისტემა შემცირდა და როცა ძველი განხილული საკითხებიც არის, უნდა გადახვიდე, რომ გაიხსენო." - უთხრა „ლიბერალს“ ზაზა ხუციშვილმა.
ემზარ კვიციანის ინიცირებით, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებდა ანტიდისკრიმინაციული კანონიდან, შრომის კოდექსიდან და სისხლის სამართლის კოდექსიდან ტერმინების - „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას.
მათიკაშვილის თქმით, კვაჭანტირაძე იმიტომ ვერ გადააყენეს, რომ წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ