Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უზენაესი სასამართლოს პასუხი საპატრიარქოს „ციანიდის საქმის" მასალების გასაჯაროებაზე

04 აპრილი, 2019 15:39

საქართველოს საპატრიარქომ 7 მარტს წერილით მიმართა უზენაეს სასამართლოს, „ციანიდის საქმეზე" საქმის მასალების გასაჯაროებისა და გრიფით „საიდუმლოს“ მოხსნის შესახებ. 

საპატრიარქო უზენაეს სასამართლოს ე.წ. ციანიდის საქმეზე დოკუმენტების გასაჯაროებას სთხოვს

უზენაეს სასამართლოში წერილის საპასუხოდ ამბობენ, რომ  გიორგი მამალაძის საქმეს გრიფით „საიდუმლო“ არ ადევს.

„აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო 2018 წლის 1 აგვისტოს. შესაბამისად, დამთავრდა საქმის წარმოება და იგივე გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც საქმე შესანახად გადასცა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სადაც ამჟამად ინახება.

მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ხელი მიუწვდებათ მხოლოდ მხარეებს (ბრალდების და დაცვის მხარეს). ამ საქმეზე სასამართლო სხდომები პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში იყო დახურული. რაც შეეხება საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე და მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება  (განჩინება) საჯაროა, რისი მოძიებაც შესაძლებელია უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე, "- ნათქვამია უზენესი სასამართლოს წერილში, რომელიც საპატრიარქოს გაეგზავნა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^