Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანა ბაგრატიონი წლობით განიცდიდა ძალადობას, იკვეთება დამამცირებელი მოპყრობაც - პატარაია

05 აპრილი, 2019 13:12

კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შესაძლო ძალადობის საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. ანა ბაგრატიონის ინტერესებს კავშირ „საფარის“ იურისტები იცავენ. 

ბაია ბატარაიას თქმით, ანა ბაგრატიონი სამი დღეა, იკითხება პოლიციაში და ერთ კონკრეტულ ინციდენტზე არაა საუბარი, არამედ წლების განმავლობაში არსებულ ძალადობაზე. 

„სამწუხაროდ, წლების განმავლობაში განიცდიდა ანა ბაგრატიონი ძალადობას მეუღლის მხრიდან. ეს იყო როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური ძალადობა,  ასევე, სხვადასხვა ტიპის დანაშაული, მაგალითად, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ა.შ.  ეს დანაშაულები ხშირად ხდებოდა არასწრულწლოვნების თვალწინ და იკვეთება დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობაც.

შესაბამისად, საქმე არის საკმაოდ რთული. ეს არ არის ოჯახში ძალადობის საქმის მხოლოდ ერთი ინციდენტი. შსს სწავლობს ამ საქმეს. ჩვენ გვაქვს არაერთი მტკიცებულება, რომ ანა ბაგრატიონი ამბობს სიმართლეს და მას შეუძლია  ამ სიმართლის დამტკიცება," - განაცხადა ბაია პატარაიამ. 

კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ორგანიზაცია ბოლომდე დაიცავს ანა ბაგრატიონის ინტერესებს. მისი თქმით, საქმეში სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის გარდა არაერთი მტკიცებულებაა. 

რაც შეეხება არასრულწლოვნებს, ბაია პატარაია ამბობს, რომ ისინი არ დაუკითხავთ, მაგრამ გამოძიება გადაწყვეტს, დაიკითხებიან თუ არა ბავშვები მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 

„სამხარაულის ექსპერტიზის  ბიუროს დასკვნაში აღწერილია არაერთი სხეულებრივი დაზიანება. ჩვენ ვაპირებთ რომ სხვა  ექსპერტიზებიც ჩატარდეს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მტკიცებულება ამ საკმეში - არიან მოწმეები და არის სხვა მტკიცებულებები, რომელსაც ახლა ამოწმებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩვენც წარვადგინეთ მტკიცებულებები. დეტალებზე ახლა ვერ ვისაუბრეთ, გაუთქმელობაზე ხელი გვაქვს მოწერილი. თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სამხარულის ეროვნული ბიუროს დასკვნა არ არის ერთადერთი მტკიცებულება ამ საქმეში," - ამბობს ბაია პატარაია. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არის ქალთა მიმართ ძალადობის  ჩვეულებრივი, რიგითი საქმე: „ჩვენ ბევრი გვაქვს ასეთი საქმე, მიუხედავად იმისა, რა სტატუსის მატარებელია მოძალადე.  ამას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. სისხლის სამართლის კოდექსის წინაშე ყველა ადამიანი აგებს პასუხს," - განაცხადა ბაია პატარაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“  პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

დავით ბაგრატიონის მიერ ანა ბაგრატიონის შესაძლო ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^