Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბექა ნაცვლიშვილი NATO-ს საკითხზე განცხადებას განმარტავს

05 აპრილი, 2019 18:21

პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი თავდაცვის მინისტრის მოსმენაზე გაკეთებულ კომენტარს განმარტავს. 

„მინდა, ჩემ მიერ გუშინ თავდაცვის მინისტრის მიმართ შეკითხვას გამოვეხმაურო, რომელსაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

მგონი, საკმარისად ცხადი იყო შეკითხვის არსი, მაგრამ შესაძლებელია, ორი წუთი არ აღმოჩნდა საკმარისი მეტი სიცხადისთვის. 
პირველი, რაც შეეხება დიდი სახელმწიფოების პოლიტიკურ პრაქტიკას და თანდაყოლილ მისწრაფებას, რომ არ დაუშვას სხვა მისდამი არამეგობრულად განწყობილი სახელმწიფოს ან სამხედრო ბლოკის ყოფნა მის საზღვრებთან, მგონი უცხო არ უნდა იყოს არავისთვის. 
რადგან, თუ ეს ხდება ცალმხრივად, მაშინ ირღვევა ძალთა ბალანსი. კონვენციონალური ომის შემთხვევაში ის ვისაც ბაზები აქვს განთავსებული ან სარაკეტო სისტემები მეორე ქვეყნის საზღვრებთან და თუ ამ მეორე ქვეყანას არ აქვს პირველის საზღვრებთან სამხედრო ინფრასტრუქტურა, ირღვევა ძალთა ბალანსი. რადგან ომის შემთხვევაში ვისაც სხვის საზღვრებთან აქვს ინფრასტრუქტურა, არის თავიდანვე უპირატეს მდგომარეობაში. რადგან მას სწრაფად შეუძლია რეაგირება მტრის მოქმედებებზე, წმინდა გეოგრაფიული სიახლოვის თვალსაზრისით.

რაც შეეხება რუსეთს. რუსეთში არის ავტორიტარი მმართველი, რომლის რეიტინგი ეცემა და რომელიც საკუთარი რეიტინგის გადარჩენისთვის იყენებს მეზობლებთან ომს. რადგან ნატოს ნებისმიერი მოახლოება რუსეთის საზღვრებთან განიხილება მისთვის როგორც დამატებითი საფრთხე. (მგონი ამას დადასტურება არ ჭირდება რომ რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების, თუ სამხედრო ბლოკის ძალეები თუ სარაკეტო სისტემები მის საზღვრებთან აღემატება მის ან მასთან მეგობრულად განწყობილი ქვეყნების სამხედრო ინფრასტრუქტურას ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებთან. ის სწორედ მას განიხილავს მთავარ მოწინააღმდეგედ). ამიტომ მისი რეაქცია თუ სიტყვა ადექვატური, არ მოწონს ვინმეს, კარგი - არის შესაბამისი. ამიტომ ამ გარემოებების გათვალისწინებით მისი მხრიდან ალბათობა სამხედრო პროვოკაციის ძალიან მაღალია.

მე თავდაცვის მინისტრისგან ველოდი საფრთხეებზე საუბარს და ჩვენს მზადყოფნაზე, ჩვენს პარტნოორებთან ერთად რამდენად ძალგვიძს ამ საფრთხესთან გამკლავება. რადგან ვერ მოვისმინე, კითხვაც სწორედ ამას ემსახურებოდა“, - წერს ნაცვლიშვილი.

რუსეთის ირგვლივ NATO-ს ბაზებია, შესაბამისად, მოსკოვის რეაქციაც ადეკვატურია - ნაცვლიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^