Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ივანიშვილმა გუშინ თავად აღიარა, რომ ის დღეს დგას მოძალადეების გვერდით - გოგიჩაიშვილი

10 აპრილი, 2019 11:58

ივანიშვილმა გუშინ თავად აღიარა და თავად გაავლო წყალგამყოფი, რომ ის დღეს დგას მოძალადეების გვერდით - განაცხადა პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, როცა ისინი საუბრობდნენ, რომ ივანიშვილი იდგა ჩინჩალაძისა და მურუსიძის გვერდით, ეს არ სჯეროდა საზოგადოებას, მაგრამ გუშინდელ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ეს აღიარა. 

„ბიძინა ივანიშვმილმა გუშინ თავად გასცა პასუხი ჩვენი უმრავლესობიდან წასვლის მიზეზებს – ეს არის ის, რომ ივანიშვილი დგას მოძალადეების გვერდით. ჩვენ უმრავლესობა სწორედ იმის გამო დავტოვეთ, რომ მას უნდა, თავისი კონტროლის ქვეშ ჰყავდეს სააკაშვილისა და ადეიშვილის მემკვიდრეობა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ივანიშვილი იდგა ჩინჩალაძის, მურუსიძის, ალანიას მხარეს, ადამიანებს ეს არ სჯეროდათ და ეგონათ, რომ შარზე ვიყავით, მაგრამ ეს ივანიშვილმა გუშინ თავად აღიარა და თავად გაავლო წყალგამყოფი, რომ ის დღეს დგას მოძალადეების გვერდით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან გოგიჩაიშვილმა. 

გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატებისა და სასამართლო სისტემის შესახებ ისაუბრა.

მურუსიძე- ჩინჩალაძის კლანურობაზე საუბარი მოდის ენმ-ისა და მათგან მართული NGO-ების მხრიდან -ივანიშილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^