დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ დავით ბაგრატიონ მუხრანელს სამსახური არასდროს ჰქონია. ამის შესახებ მან პრესკონფერენაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მემკვიდრეობით მიღებული ქონებით შეიძინა ავტომობილები და ის გაყოფას არ ექვემდებარება.
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის 3 ავტომანქანას ედავება - ადვოკატი
„ბაგრატიონ-გრუზინსკებს შეუძლიათ, ქონების ნაწილში დავა გააგრძელონ, თუმცა, დავითი არაფრის დათმობას აპირებს. სასამართლომ უარი უნდა უთხრას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება გაყოფას არ ექვემდებარება. ჩემს რწმუნებულს, პრაქტიკულად, არსად უშრომია და უმუშავია, არც ბიზნესი ჰქონია და არც წილები. მისი მთელი შემოსავალი არის მემკვიდრეობით მიღებული ქონება, რაც წინაპრებისგან დარჩა“, - განაცხადა ადვოკატმა პრესსკლუბ „მთავარში“.
ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შორის თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონებრივი დავის შესახებ სასამართლო პროცესი 17 აპრილს გაიმართება.
როგორც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა თქვა, სადავოა სამი ავტომობილი, რომლებიც თანაცხოვრების დროს იყო შეძენილი - „მერსედეს კიელი“, „პორშე კაიანია" და „ბეემვე იქს 5″. ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქონების დათმობას არ აპირებს.