ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შორის თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონებრივი დავის შესახებ სასამართლო პროცესი 17 აპრილს გაიმართება.
კონსტიტუციაში არისტოკრატული ტიტულები არ არსებობს - სასამართლომ განხილვა შეწყვიტა
როგორც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა თქვა, სადავოა სამი ავტომობილი, რომელიც თანაცხოვრების დროს იყო შეძენილი - „მერსედეს კიელი“, „პორშე კაიანია" და „ბეემვე იქს 5″. ადვოკატის ინფორმაციით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ქონების დათმობას არ აპირებს.
რაც შეეხება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტს, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს, ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ ძალადობის ფაქტს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი არ აღიარებს, რადგან ბრალდება უსაფუძვლოა.
ანა ბაგრატიონი: ჩემი მიზანი არა დავით ბაგრატიონის გასამართლება, სიმართლის დამტკიცებაა
დავით ბაგრატიონის მიერ ანა ბაგრატიონის შესაძლო ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ანა ბაგრატიონი წლობით განიცდიდა ძალადობას, იკვეთება დამამცირებელი მოპყრობაც - პატარაია