Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკა ბესელია „დაიცავი საქართველოს" შეკრაბაზე მისვლას აპირებს

12 აპრილი, 2019 15:12

„მე მივდივარ 13 აპრილს და ისევ ვიქნები იმ იდეალებთან თანაზიარი, რასაც ვუერთგულე დღემდე და არ ვაპირებ გადავხედო ამ არჩევანს!", - პარლამენტის წევრი ეკა ბესელია facebook-ით მოძრაობა „დაიცავი საქართველოს“ შეკრების შესახებ წერს.

„მივდივარ იქ, სადაც შესაძლოა იყოს ბევრი განსხვავებული ადამიანი, განსხვავებული ხედვით თუ პოზიციით, მისაღები თუ მიუღებელი სურვილებით, ასეთი ....ისეთი..., მაგრამ არ ვეძებ მიზეზს, რატომ არ ვიყო იქ ,სადაც იკრიბება ჩემი ქვეყნის საზოგადოების ნაწილია, არ ვეძებ მიზეზს ავირიდო რაიმე, რადგან ესეც გზაა თავისუფლებისა და სამართლიანობის გრძელ გზაზე. 

არ ვარ მთავარი მასპინძელი, არც სტუმარი, ყველანი ვართ მასპინძლები, ღია და თავისუფალია ეს თავყრილობა.  ეს არ არის პოლიტიკური პარტიის შეკრება, იკრიბება საზოგადოება, ვისაც არ მოწონს რაც ხდება და ვისაც სურს იყოს მონაწილე უკეთესი ხვალინდელი დღის... ვინც არ დაიღალა...", - წერს ბესელია. 

---

27 მარტს პოეტმა დათო მაღრაძემ ვერის ბაღში გამართული ბრიფინგიდან 13 აპრილს, 14:00 საათზე ფილარმონიაში „დაიცავი საქართველოს“ საგანგებო შეკრებაზე მოქალაქეებს მონაწილეობისკენ მოუწოდა. 

„მინდა, მივმართო ქართულ საზოგადოებას, მათ ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გათავისუფლებულია ივანიშვილ-სააკაშვილის უკვე უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია ზნეობრივი შინაარსისაგან, შემოგვიერთდით", - აცხადებს დათო მაღრაძე და განაგრძობს, - „ვისაც მიაჩნია, რომ „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებას აღარ აქვს ღირებულებითი საფუძველი, შემოგვიერთდით 13 აპრილს, ვინც განსაცდელში ინარჩუნებდით ღირსებას და მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ, შემოგვიერთდით. „ნაციონალურ მოძრაობა“ წარსულს უარყოფს, „ოცნებამ“ კი მომავალი უარყო, შევეცადოთ შევქმნათ ასპარეზი ახალი ქართული მომავლისთვის, რომელსაც მეხსიერებაც ექნება და პერსპექტივაც. ეს არ არის მხოლოდ საორგანიზაციო შეკრება, მე ვიწვევ ქართულ ფართო საზოგადოებას. განსაკუთრებით მინდა ყურადღებით მოეკიდოს ამას ჩვენი ახალგაზრდობა, რადგან ეს მოძრაობა წარმომიდგენია, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის ესტაფეტა, რომლის დროშაც ჩვენმა შემდგომმა თაობამ უნდა ატაროს. მინდა გისურვოთ, რომ გათენდეს თავისუფალი დღე საქართველოში“, - განაცხადა მაღრაძემ.

გახდებიან თუ არა ოპოზიციის ოპოზიცია „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები - პოლიტოლოგების შეფასება

ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^